დღე: ივლისი 11, 2023

Home 2023 ივლისი 11 (სამშაბათი)
ჩელსიმ ლუკაკუს თარიღი 12 დან 17 ივლისით შეცვალა
ჩანაწერი

ჩელსიმ ლუკაკუს თარიღი 12 დან 17 ივლისით შეცვალა

ლონდონის „ჩელსიმ“ ბელგიელი თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს კლუბის ბაზაზე დაბრუნების თარიღი შეცვალა. ახლა, თუ თავდამსხმელი „ინტერში“ არ გადავა, მას მოუწევს ვარჯიშის განახლება არა 12, არამედ 17 ივლისს. ორივე მხარე ელოდება, რომ ფეხბურთელის ტრანსფერზე იტალიურ კლუბში 17 ივლისამდე შეთანხმდებიან. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკაკუ არ აპირებდა ლონდონელებთან ვარჯიშის განახლებას დათქმულ დღეს. 12 ივლისს. „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი,...

კალაშნიკოვა ნახევარფინალში არ გაუშვეს
ჩანაწერი

კალაშნიკოვა ნახევარფინალში არ გაუშვეს

ოქსანა კალაშნიკოვასა და ირინა შიმანოვიჩის წარმატებული სერია „უიმბლდონზე“ მეოთხედფინალში შეწყდა. ქართველისა და ბელარუსი სპორტსმენი წყვილი ნახევარფინალში გასასვლელ მატჩში ამერიკელ კეროლინ დოლეჰაიდთან და ჩინელ შუაი ჟანგთან 4:6, 1:6 დამარცხდა. არადა, პირველი სეტში კალაშნიკოვამ და შიმანოვიჩმა მეშვიდე გეიმში მეტოქეს ჩაწოდება აართვეს და 4:3 დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ ზედიზედ სამი გეიმი დათმეს და სეტიც ზედ მიაყოლეს. მეორე სეტში კი,...

მოგზაურობა ერთი წლით გადადეთ
ჩანაწერი

მოგზაურობა ერთი წლით გადადეთ

ფეხბურთის გურმანებს ჯერჯერობით ბარსელონაში ჩასვლას არ ვურჩევთ, რადგან ლეგენდარული „კამპ ნოუ” გამოშიგნული დახვდებათ. ესპანური ფეხბურთის გოლიათმა საცხოვრებლის რეკონსტრუქცია წამოიწყო. პროექტის ხორცშესხმა ჯამში 1,46 მილიარდი ევრო ჯდება. სამუშაოების დამთავრებას 2025-26 წლების სეზონისთვის გეგმავენ. სარბიელის ტევადობა 99354-დან 105000-მდე გაიზრდება. ის იყო და დარჩება ევროპის ყველაზე დიდ სტადიონად: მეორეზე დარჩება „უემბლი”, რომელშიც 90 000 გულშემატკივარი ეტევა. „კამპ ნოუ”...

უიმბლდონზე მთავარი ამბები იწყება
ჩანაწერი

უიმბლდონზე მთავარი ამბები იწყება

დღეს და ხვალ „უიმბლდონის“ მეოთხედფინალური მატჩებია. მამაკაცთა შორის თითქმის ყველა უძლიერესი ჩოგბურთელი ტიტულისთვის იბრძვის. მეტ-ნაკლები სენსაცია საუკეთესო რვას შორის რუსი რომან საფიულინისა (92) და ამერიკელი კრისტოფ უებანკისის (43) გასვლაა. საფიულინს მაინცდამაინც რთული გზა არ შეხვედრია და ოცეულში მყოფ ჩოგბურთელს აქამდე არც შეხვედრია. მეოთხედფინალში კი რეიტინგის მერვე ნომერ იტალიელ იანიკ სინერს ეთამაშება. დღესვე მტავარ კორტზე ერთმანეთის...

ნაპოლის ახალი მაისურები
ჩანაწერი

ნაპოლის ახალი მაისურები

„ნაპოლიმ” 2023-24 წლების სეზონის მაისურების პრეზენტაცია მოაწყო. იტალიური პორტალები წერენ, რომ ამ მოვლენამ გულშემატკივრებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. ახალ ლურჯ მაისურას მკერდს ტრიკოლორი უმშვენებს. ლოგო კვლავ EA7-ია. პრეზენტაცია პირდაპირ გადაიცემოდა დიდებული გემიდან, რომელსაც ჰქვია MSC World Europa. კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს პრეზენტაციაზე ქალიშვილი ვალენტინა უმშვენებდა გვერდს. საშინაო, ანუ ლურჯმა მაისურამ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, სტუმრად...

დე ლაურენტისი სკამზე დასმით იმუქრება
ჩანაწერი

დე ლაურენტისი სკამზე დასმით იმუქრება

პიოტრ ჟელინსკის „ნაპოლიში” დარჩენა-არ დარჩენის საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. ადრეც ვწერდით, რომ პოლონელი ნახევარმცველის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ გაისად ამ დროს მას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია დატოვოს კლუბი. შესაბამისად, ჟელინსკისთან თანამშრომლობის გაგრძელება ყველაზე ხელსაყრელი ახლაა, მაგრამ საქმე ადგილიდან არ იძვრის. „ნაპოლის” ახალი ფორმის პრეზენტაციაზე კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თქვა,...