ესპანური პორტალი plazadeportiva წერს, რომ „ვალენსიას” ხელმძღვანელობას ნერწყვი მოსდის, ერთი სული აქვს როდის გაყიდის გიორგი მამარდაშვილსა და ამერიკელ ნახევარმცველ იუნუს მუსას. „ღამურების” 2023-24 წლების პროექტი დიდწილად მათი გასხვისებით შემოსულ თანხებზეა დამოკიდებული. ამრიგად, ქართველსა და ამერიკელს სტრატეგიული დანიშნულება აქვთ, მაგრამ სხვადასხვა აგენტები ამბობენ, რომ „ვალენსია” რთულ დღეშია და ამიტომ მისინებისმიერი ფეხბურთელი შესაძლოა უეცრად სხვა გუნდში აღმოჩნდეს...
ეს იყო მენტალური ბრძოლის საღამო
ევრო 2024-ის შესარჩევ შეხვედრას, რომელშიც შოტლანდიის ნაკრებმა საქართველოს 2:0 მოუგო, სქოთურ პრესაში კვლავ უბრუნდებიან. ამ შეხვედრის მთავარი მოვლენა გახლდათ წვიმა და დატბორილი მოედანი, რის გამოც თამაში საათნახევრით შეწყდა. თემას გაზეთი „სქოთსმენი” უბრუნდება. მის ფურცლებზე „ასტონ ვილასა” და შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველი ჯონ მაკგინი ამბობს: „დიდებული საქმე შეასრულა იმ ხალხმა, ვინც მინდორს მიხედა. მინდოდა მათთვის ხელი ჩამომერთმია, მაგრამ...
მაკგრეგორი: თუ გინდათ საქართველოში ჩამოვალთ და იქ გეთამაშებით
ბრიტანული „სანის” სქოთური ვერსია გლაზგოში შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართულ ევრო 2024-ის შესარჩევ შეხვედრას უბრუნდება და წერს, რომ ავდრის გამო ის 90 წუთით შეწყდა, მაგრამ ქართველებისთვის ეს საკმარისი არ იყო. ისინი ერთხანს მოედანზე დაბრუნებას საერთოდ უარობდნენ. ანგარიში მე-6 წუთზე კალუმ მაკგრეგორმა გახსნა, რის შემდეგაც მსაჯმა იშტვან ვადმა გუნდები მოედნიდან გაიყვანა და შესარჩევი შეხვედრა ქაოსად...
საქართველომ ევროპა მოგებით გახსნა…
ახალგაზრდული ევროპირველობა საქართველომ ისე დაიწყო, უკეთესს რომ ვერ ვინატრებდით – რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული პორტუგალია 2:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში უპირატესობას პორტუგალიელები კი ფლობდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრები თავს ჭკვიანურად იცავდა. მართალია, შეტევაში ბევრი არაფერი გამოგვდიოდა, მაგრამ ორი გოლი გავიტანეთ: ჯერ გიორგი გაგუამ დასაჯა მცველები უყურადღებობისთვის, შემდეგ საბა საზონოვმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მიუჩინა...
ბეშიქთაში, ვორსკლა, აქტობე…
უეფაში კონფერენცოოს ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ამ ეტაპზე ითამაშებენ ის გუნდებიც, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდებიან. გაირკვა, რომ თუ თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანას“ ბარიერს ვერ გადალახავს, კონფერენციის ლიგაში გადაინაცვლებს (ჩემპიონების გზა), სადაც იმავე ჩემპიონთა ლიგაში „ჰამრუნ სპარტანსისა“ (მალტა) და ჰაიფას „მაკაბის“ (ისრაელი) წყვილში დამარცხებულს შეხვდება. კონფერენსლიგის II...
აუცილებლად წასაკითხი !!!
წუხელ, წასაგები თამაში წავაგეთ. მეტიც, ჯერ კიდევ სანაკრებო შეკრების დაწყებამდე ნათელი იყო რომ წავაგებდით. გასაკვირი ეს წაგება კი არ არის, გასაკვირი ის არის, რომ ნორვეგიასთან ქულა გადავარჩინეთ და კვიპროსში, რომელსაც ქართული ენის უცოდინარი ქართველები კიპრს ეძახიან, მოვიგეთ. ქართულის არცოდნა ტყუილად არ მიხსენებია. საკუთარი ენის არცოდნა, საკუთარი თავის უპატივცემულობაა. საკუთარი თავის უპატივცემულობა კი უთავმოყვარეობაა. უთავმოყვარეოს რაიმე...
მარცხი წყალში
საქართველოს ნაკრები შოტლანდიაში 2-0 დამარცხდა. თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ლოგიკურადაც. ვილი სანიოლის გუნდი ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა და მეტოქემ აშკარად დაგვჩაგრა. მატჩის წინ გლაზგოში უხვი ნალექი მოვიდა, შესაბამისად „ჰემპდენ პარკის“ საფარს ძლიერი კვალი დაატყო. მოედანი დაიტბორა და ბურთი თითქმის არ მოძრაობდა. შედეგად, მატჩი საათსა და 40 წუთს შეჩერდა. თითქოს ყველაფერი მოწესრიგდა, მაგრამ მინდორი ბევრად უკეთესის სურვილს ტოვებდა....
სტივ კლარკი — პატიოსანი კაცი
შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი სტივ კლარკი გულწრფელად ამბობს, რომ ევრო 2024-ის შესარჩევი შეხვედრა შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის კალუმ მაკგრეგორის გოლამდე უნდა შეწყვეტილიყო. მატჩი, რომელიც გლაზგოური თქეშის გამო ერთ საათზე მეტხანს შეწყდა, მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა — 2:0. მაკგრეგორმა ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა. სქოთებმა მეორე გოლი 67-ე წუთზე გაიტანეს, ეს სკოტ მაკტომინეიმ შეძლო, 90+4 წუთზე კი ხვიჩა...
ვილი სანიოლი: ჩვენ მოგვექცნენ როგორც ნივთებს
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ მის გუნდს ევროპის 2024 წლის შესარჩევ შეხვედრაში, შოტლანდიასთან, დატბორილ „ჰემპდენ პარკზე” თამაში უეფამ აიძულა. შეხვედრა თქეშის გამო დაახლოებით ერთი საათით შეწყდა. განახლების მერე მასპინძლებმა 2:0 გაიმარჯვეს. მსაჯის დამატებულ წუთებში ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ააცილა. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის 2000-01 წლების გამარჯვებული მომხდარით საშინლად უკმაყოფილო გახლდათ. ის...
ნეიმარს პარიზიდან წასვლა აღარ უნდა…
„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, ნეიმარი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდს არ დატოვებს, თუ „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, ლუის ენრიკე კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნება – წერს L’Equipe. წყაროს ცნობით, ენრიკეს შესაძლო დანიშვნის შესახებ ამბის გაგების შემდეგ, ნეიმარს პსჟ-დან წასვლის სურვილი დაკარგა და დარჩენა გადაწყვიტა. ბრაზილიელ თავდამსხმელს ესპანელ მწვრთნელთან ჯერ კიდევ „ბარსელონადან“ მოყოლებული შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. მანამდე...









