„ნაპოლის” სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯიუნტოლი კონტრაქტის თანახმად „მარადონაზე” კიდევ ერთი წელიწადი უნდა დარჩენილიყო, მაგრამ როგორც ცნობილია ბარგი ჩაალაგა და „იუვენტუსის” გზას ადგას. ამის გამო ნეაპოლის ქუჩებში გულშემატკივრები ათას საინტერესო სატრანსფერო ვარიანტს განიხილავენ — რა ან ვინ უნდა მიიღოს ჯიუნტოლის სანაცვლოდ „ნაპოლიმ” „ბებერი ქალბატონისგან”? ვარიანტებს შორის გახლავთ ფედერიკო კიეზას გადასვლა „აძურიში”. ენრიკო კიეზას ვაჟის თავის გუნდში ხილვა იტალიის ჩემპიონის მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს დიდი ხანია სურს.
ეს ვარიანტი ტვიტერზე „რაი სპორტის” ჟურნალისტმა პაოლო პაგანინიმ განიხილა. მან დაწერა:
„ყურადღებით! ამ კვირას ტურინი-ნეაპოლის მიმართულებით შეიძლება საინტერესო რამ მოხდეს. სამშაბათს ან ოთხშაბათს კრისტიანო ჯიუნტოლი „ნაპოლისგან” გათავისუფლდება. ფედერიკო კიეზას უცხოეთიდანაც აქვს შეთავაზებები, მაგრამ მისი ჯიუნტოლიში გაცვლა აქტუალურია და მისი აგენტი ამ საკითხზე მუშაობს. იგივე შეიძლება ითქვას ალესანდრო ძანოლის „ნაპოლიდან” „იუვეში” გადაბარგებაზე”.
ალესანდრო ძანოლის ნეაპოლიდან წასვლა დაცვის მარჯვენა ფრთაზე კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს სამარქაფოდ ახალი ფეხბურთელის მოძებნას გულისხმობს.
25 წლის კიეზა კი მარჯვენაფლანგელია. ის სწრაფია, ტექნიკური და შრომისმოყვარე. კიეზა გამოირჩევა აჩქარებით, დრობლინგით და ბურთის საჯარიმოში ჩაწოდებით. მარჯვენა ფეხი მარცხენაზე ძლიერი აქვს. საჭიროების შემთხვევაში მარცხენა ფრთაზეც შეუძლია თამაში. მისი გამოყენება შესაძლებელია დამხმარე თავდამსხმელადაც. ფედერიკო კიეზას იტალიის ნაკრებში 42 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი. ამ მხრივ მან მამას ენრიკო კიეზას აჯობა, რომელსაც „სკუადრა აძურაში” 17 შეხვედრაში 7 გოლი ჰქონდა გატანილი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/09/2026 | 08:41ინგლისში დახურული შეხვედრა გაიმართა
მთავარი ამბავი04/09/2026 | 07:50ლუის ენრიკე ტრანსფერებით კმაყოფილია
აქეთურ-იქითური03/09/2026 | 08:35იგეგმებოდა კილიან მბაპეს მოტაცება
მთავარი ამბავი03/09/2026 | 07:11პსჟ-ს ორი თამაშის თარიღი შეიცვალა
