„ნაპოლის” გულშემატკივრები დღითიდღე რწმუნდებიან, რომ ლუჩანო სპალეტი გუნდს ტოვებს. ამ თემას „ლა რეპუბლიკაც” გამოეხმაურა. გაზეთმა დაწერა, რომ „პარტენოპეელთა” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სპალეტის შემცვლელთა სია შეადგინა, რომელშიც საბოლოოდ ხუთი კანდიდატი დარჩა. ერთ-ერთი მათგანი ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი ლუის ენრიკეც ყოფილა.
რომაულმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა გაზეთმა დაწერა: „დე ლაურენტისის სიაში უცხოელი მწვრთნელებიც შედიან. აქ, იულიან ნაგელსმანის გარდა ყურადღებას იპყრობს ესპანელი ლუის ენრიკეს სახელიც. ორივე ვარიანტი ძალიან მიმზიდველია, რადგან სადღეისოდ ნაგელსმანიცა და ენრიკეც თავისუფლები არიან. იტალიელთაგან კი ასეთი სამეული გამოიკვეთა: ჯან პიერო გასპერინი (თუმც ის გულშემატკივარს გულზე დიდად არ ეხატება), ტიაგო მოტა და ვინჩენცო იტალიანო”.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 09:04ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 09:56ფერან ტორესი: ოქროს ბურთს თუ ესპანელი მოიგებს უფრო გამიხარდება
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 07:45მოურინიუ: წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა
