2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო საშინაო მატჩს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები შვეიცარიის წინააღმდეგ 26 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში გამართავს და ფინალურ ეტაპზე მოხვედრას შეეცდება. ჯგუფს, სადაც ეს გუნდები ასპარეზობენ, უნგრეთის ნაკრები 8 ქულით ლიდერობს და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება უკვე მოპოვებული აქვს; მეორე ადგილზე შვეიცარიაა – 4 ქულა; საქართველოსა და ლიეტუვას 2-2 ქულა აქვთ. 2-2...
დინამომ ვულიაგმენთან ვერ გაძლო
თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის მე-12 ტურში „ვულიაგმენს“ ოლიმპიკში დაუხვდა და სამი ქულა საბერძნეთში გაატანა – 9:14. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა ჩავარდნებით ითამაშა. თუ დასაწყისში კარგი იყო და მეოთხედი 3:2 მოიგო, შესვენებამდე ინიციატივა მეტოქეს გადააბარა და 3:7 ჩამორჩა. „დინამომ“ მესამე მეოთხედი მოიგო და ისიც 3:2. თითქოს შანსი გაჩნდა, მაგრამ დასკვნითი ნაწილი მასპინძლებმა ისევ ჩააგდეს და...
როგორ გავხდეთ ხორვატია
ხორვატიის ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა მატეო კოვაჩიჩმა ჟურნალისტებს უამბო, რატომ გამოდის ხორვატიის ნაკრები წარმატებით საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ეს დიდწილად პატარა ქვეყნის მაცხოვრებლების ბუნებითაა განპირობებული. „საკმაოდ ნიჭიერები ვართ სპორტში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში ოთხ მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. ხორვატია არის ქვეყანა, რომელსაც უყვარს სპორტი, განსაკუთრებით ფეხბურთი. ხედავთ, როგორ დაგვხვდა ხალხი 2018...
მელოტო განავალო, შენს გულს შევჭამ!
„იუვენტუსისა” და „ნაპოლის” შეხვედრის შემდეგ, ტურინში, „ალიანც სთედიუმის” გამოსასვლელში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. გამარჯვებული „ნაპოლის” მწვრთნელს ლუჩანო სპალეტის შეხვდა დამარცხებული „იუვეს” თავკაცის მასიმილიანო ალეგრის თანაშემწე მარკო ლანდუჩი და როგორც „ლა სტამპა” წერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ლანდუჩი სავარაუდოდ მსაჯობით იყო უკმაყოფილო და როგორც შეხვედრის დელეგატმა თავის ოფიციალურ მოხსენებაში აღნიშნა სპალეტის ასე მიაძახა: „მელოტო მძღ…ო, იცოდე შენს გულს...
ვინ მიიღო მონაწილეობა რასპადორის დარტყმაში?
ჯაკომო რასპადორის მარცხენა ფეხით დარტყმულში ცოტ-ცოტა ყველაფერი იყო. იყო სპალეტის გადაწყვეტილება შეეცვალა სამი ფეხბურთელი, რამაც განაპირობა კიდეც ეს გოლი; იყო სტუმართა სექტორში თავმოყრილი 2092 გულშემატკივრის ემოციის ამოფრქვევა; იყო იმ ხალხის სიხარული, რომელიც მოგვიანებით გუნდს კაპოდიკინოს აეროპორტთან დახვდა და კასტელ ვოლტურნომდე მოპედებით მიაცილა. მაგრამ მათ გარდა იმ დარტყმაში წვლილი შეიტანეს მათ, ვინც ბოლო წლებში „ნაპოლის” წინსვლა...
ნაპოლის უარი უთხრეს
ნეაპოლის მუნიციპალიტეტმა სერია A-ს „სალერნიტანასთან” თამაშის ერთი დღით გადატანა სთხოვა. საქმე ის არის, რომ 32-ე ტურის მატჩი „დიეგო მარადონაზე” შაბათს, 29 აპრილს უნდა გაიმართოს. თუ მოვლენები „პარტენოპეელთა” სასარგებლოდ წარიმართება ანუ „ნაპოლი” „სალერნიტანასთან” მოიგებს, ხოლო „ინტერი” თავის მხრივ „ლაციოს” აჯობებს, ხვიჩა კვარაცხელია და მისი გუნდი ამ უქმეებზევე გახდებიან ჩემპიონები. ჩემპიონობას კი ზეიმი უხდება, მაგრამ ვაგლახ —...





