ესპანურ LIGA LEB PLATA-ში მოთამაშე ქართველმა კალათბურთელმა ვილი ისიანმა კლუბი შეიცვალა. ქართველი ფორვარდი აქამდე ესპანური ლიგის აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერ „მოლეში“ თამაშობდა. მისი ახალი კლუბი იმავე ლიგის „ჰოსპიტალეტია“, რომელმაც ჩემპიონატის აღმოსავლეთ კონფერენციაში გამოსვლა მე-11 ადგილზე დაასრულა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის განაგრძობს ბრძოლას და ვილისაც სწორედ ამად უხმეს, ლიგასი ადგილის შენარჩუნებაში დაგვეხმარეო. ჰოსპიტალეტელთა გადაწყვეტილებამ გაამართლა. ისიანმა ახალი კლუბში უკვე პირველი მატჩიც ჩაატარა – 26-ე ტურში „ჰოსპიტალეტმა“ „სალუს“ უმასპინძლა და 79:62 დაამარცხა. ისიანმა 23 წუთში 9 ქულასა (6-დან 3 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი) და 4 მოხსნას მოუყარა თავი.„ჰოსპიტალეტს“ LIGA LEB PLATA-ში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი ოფის მატჩები ელის.15 აპრილს გუნდი ნახევარფინალურ მატჩს ჩაატარებს „ტალავერას“ წინააღმდეგ, რომლის მოგების შემთხვევაშიც კიდევ ერთი, ფინალური მატჩის ჩატარება მოუწევს მეორე ნახვარფინალური წყვილის „ალგინეტისა“ და „რეალ კანოეს“ შორის გამარჯვებულთან.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
