„ნაპოლის” ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა „კორიერე დელა სერას” ვრცელი ინტერვიუ მისცა. „ჯერ მარტია და წინ კიდევ დიდი დროა, მაგრამ ისიც მართალია, რომ მე ყველაფრის მოგება მინდა. ჩვენ მიზნის მისაღწევად თავს ვწირავთ, მსხვერპლს ვიღებთ. ვფიქრობ წარმატება დავიმსახურეთ, მაგრამ ახლა ყურადღების მოდუნება არაფრით შეიძლება. სერია A-სა თუ ჩემპიონთა ლიგაში ჩვენი საქმისადმი დამოკიდებულება მუდან ერთია: შემართება და მოგებისთვის...
სასტუმროში დაკარგული სკუდეტოს გამოძახილი
დღეს „ნაპოლი” „ლაციოს” მასპინძლობს. სტატისტიკის თანახმად, შინ ნეაპოლელებს რომაელებთან აგერ უკვე ზედიზედ შვიდი შეხვედრა არ წაუგიათ: 6 მოუგეს და 1 ფრედ ითამაშეს. ბოლოს „ლაციომ” ნეაპოლში 2015 წლის 31 მაისს გაიმარჯვა (4:2). მაშინ „აძურის” მწვრთნელი რაფა ბენიტესი იყო. დღევანდელი მატჩის მონაწილე გუნდებისა და ადამიანების ბედი ძალიან არის გადახლართული. ეს განსაკუთრებით კარგად 2018 წლის ისტორიიდან ჩანს, როდესაც...
ნოერი უკვე ვარჯიშობს
ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ კაპიტანმა მანუელ ნოიერმა, თხილამურებით სრიალისას, ფეხი მოიტეხა, რის გამოც დღემდე უქმობს. წინასწარი ინფორმაციით, მანუს მიმდინარე სეზონში დაბრუნების მცირე შანსი ჰქონდა, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, მან ვარჯიში უკვე დაიწყო. „ყოველთვის კონცენტრირდი მიზანზე. ყოველ დღე უკეთესი ხდება – მუდმივად ვუმატებთ ინტენსივობას, რეაბლიტაცია კარგად მიმდინარეობს. ტემპი უნდა შევინარჩუნოთ“,...
ჩელსი და მილანი ხმაურიან გაცვლას ამზადებენ
„ჩელსი” გეგმავს „მილანს” ნახევარმცველი კრისტიან პულიშიჩი შესთავაზოს, პორტუგალიელი თავდამსხმელის, რაფაელ ლეაუს სანაცვლოდ. ინგლისური კლუბი დიდი ხანია ფორვარდის ძიებაშია და გუნდის გაძლიერებას ნიჭიერი ლეაუთი აპირებს. მოსალოდნელია, რომ ლონდონელებს გარკვეული თანხის გადახდა მოუწევთ, ვინაიდან ლეაუს ღირებულება რამდენჯერმე აღემატება პულიშიჩისას. 23 წლის პორტუგალიელმა მიმდინარე სეზონში „მილანის“ მაისურით ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა, 9 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე...
მამუკელაშვილი უგუნდოდ დარჩა
ქართველის კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი უგუნდოდ არის. მილუოკელებმა „ორლანდოსთან“ მატჩამდე გამოაცხადეს, რომ ქართველ კალათბურთელს დაემშვიდობნენ. გადაწყვეტილება კლუბმა მიიღო, მაგრამ ჩვენებურს გუნდის მოძებნას დაჰპირდნენ. „მოლუოკიმ“ კი „ორლანდო მეჯიკი“, რომლის რიგებშიც გოგა ბითაძე გამოდის, 139:117 დაამარცხა. ბითაძემ მხოლოდ დასკვნითი წუთები ითამაშა, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ჩვენებურმა პარკეტზე 4.33 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა და 2...
პიკემ შაკირას კაცი დაავიწყა
ცნობილმა მომღერალმა შაკირამ, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან ჟერარ პიკესთან დაშორების შემდეგ ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა. „ერთხელ გავიგე ამბავი, რომ ქალს სრულყოფილებისთვის მამაკაცი სჭირდება. ასევე ვოცნებობდი მქონოდა ოჯახი, სადაც ბავშვებს ეყოლებოდათ მამა და დედა, რომლებიც ერთ ჭერქვეშ იცხოვრებდნენ. მაგრამ ცხოვრებაში ყველა ოცნება არ ხდება. ახლა ორი მშვენიერი შვილი მყავს, რომელთათვისაც ყოველდღე სიყვარულით ვივსები. მივხვდი,...
არის, დინამომ მოიგო!
წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგის მე-9 ტურში თბილისის „დინამომ“ ნანატრი გამარჯვება იზეიმა. აქამდე უქულოდ და ბოლო ადგილზე მყოფმა დეიან სტანოიევიჩის შეგირდებმა სტუმრად „ჰანოვერი“ 10:8 დაამარცხეს. თითქოს „დინამო“ აქაც უქულოდ უნდა დარჩენილიყო – ტაიმის ბოლოს 4:8 ჩამორჩა, თუმცა დარჩენილ დროში ქართველმა წყალბურთელებმა მეტოქეს გოლი არ გაატანინეს, საპასუხოდ ექვსი შეაგდეს და გაიმარჯვეს კიდეც. 3-3 გოლი ბესო ახვლედიანმა და სტეფან...
ხვიჩა კიდევ ერთ სიმბოლურში, მესისთან ერთად…
თებერვალი ნამდვილად გამორჩეული თვე იყო საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელისთვის – ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე სერია A-ში ჩატარებულ 4 შეხვედრაში გატანილი 3 გოლი და 2 საგოლე პასია. სტატისტიკისა და ანალიზის ვებ გვერდმა SofaScore-მ ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომლებმაც თებერვალში საშუალოდ ყველაზე მაღალ შეფასებები დაიმსახურეს. სერია A-დან ევროპის რჩეულთა შორის ორი ფეხბურთლი...
რომაულმა გაზეთმა ძველი ამბები ამოქექა
სერია A-ს ბოლო ტურში, „კრემონეზესა” და „რომას” შეხვედრაში, კრემონელების სენსაციურ გამარჯვებაზე მეტი ყურადღება სტუმართა მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს გაძევებამ მიიპყრო. პორტუგალიელს მსაჯმა ყვითელი ბარათი მეორე ტაიმის დასაწყისში აჩვენა, რასაც წინ „განსაკუთრებულისა” და მეოთხე მსაჯის, მარკო სერას შელაპარაკება უძღოდა. სერამ მოურინიუს რაღაც ისეთი უთხრა, რომ „რომას” თავკაცმა თავი ვეღარ შეიკავა და როდესაც მთავარი მსაჯი მას აძევებდა, ის...
ელმასი: მთავარი ელემენტი სპალეტია
„სპალეტი რომ არა, ჩვენ ამ სეზონში ასე კარგად ვერ ვითამაშებდით. ის ჩვენი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. იმედი მაქვს, რომ მისი ხელმძღვანელობით კიდევ უფრო გავძლიერდებით”, — თქვა „ნაპოლის” ჩრდილო მაკედონიელმა ნახევარმცველმა ელიფ ელმასმა Radio Kiss Kiss-თან ინტერვიუში და დასძინა: „მე მის გუნდებს ბავშვობიდან ვაკვირდები. მათი თამაშის ცქერა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მახსოვს მისი „რომა”. ის დიდი...









