სანდრო მამუკელაშვილი უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა და NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტის ხელში ითამაშებს. მამუმ სტანდარტული კონტრაქტი „სან ანტონიოსთან“ გააფორმა, რომელსაც ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩი წვრთნის და ჩვენებურიც მოედანზე პირველი მატჩში გამოჩნდა. ტეხასურ დერბიში „სან ანტონიომ“ „ჰიუსტონ როკეტსს“ უმასპინძლა და 110:112 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა 16 წუთში გუნდს 6 ქულა და 2 მოხსნა მოუტანა. მამუ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან...
ვალენსიას დიდი გამარჯვებები კამპ ნოუზე
დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” სტუმრად თამაშობს „ბარსელონასთან”. ისტორიაში ეს გუნდები „კამპ ნოუზე” 87-ჯერ შეხვედრილან, აქედან 51 თამაში მასპინძლებს მოუგიათ, 23 ფრედ დამთავრებულა, ხოლო 13-ჯერ „ღამურებს” უზეიმიათ გამარჯვება. სხვა სიტყვებით, როდესაც „ვალენსია” ბარსელონაში მიემგზავრება, კარგს არაფერს ელის, მაგრამ ყოფილა ცალკეული ეპიზოდები, რომელთაც „ჩეები” დღემდე ამაყად იხსენებენ. ლაპარაკია იმ შეხვედრებზე, როდესაც საყოველთაო მოლოდინის საპირისპიროდ „ვალენსიას” „ბარსელონა” ნოკაუტში...
აგებენ, როდესაც მარიო რუი არ თამაშობს
რამდენჯერაც „ნაპოლიმ” მიმდინარე სეზონში წააგო, იმდენჯერ მოედანზე არ იყო მარიო რუი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის როდესაც მარცხენა მცველობას პორტუგალიელი კი არა მატიას ოლივერა წევდა, „ნაპოლი” მარცხდებოდა — პირიქით, ბევრჯერ მოიგო — ანუ უხეში პირდაპირი კავშირი არ არსებობს, მაგრამ ფაქტია: თუკი „აძური” აგებს, ესე იგი მარიო რუი არ თამაშობს. იგივე მოხდა პარასკევს „ლაციოსთან” შეხვედრაში....
იბრძოლეთ! გჯეროდეთ!
სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლიმ” შინ „ლაციოსთან” 0:1 წააგო. ეს მარცხი მოგებებს დაჩვეულმა ნეაპოლელებმა მწარედ განიცადეს, თუმცა გუნდის გულშემატკივართა ეგრეთწოდებულ ულტრა ჯგუფებს მომხდარზე სწორი რეაქცია ჰქონდათ: „ცდება ის, ვინც იბრძვის. ახლა, თავი აწიეთ და განაგრძეთ”, — წერია ბანერზე, რომელიც მათ კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელი ბაზის ახლოს გამოფინეს. ამასობაში, „ნაპოლის” ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში დაწერა:...
დისკვალიფიკაცია მოუ-ხსნეს!
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა „რომას” პროტესტს. დედაქალაქის კლუბი ჩიოდა, რომ „კრემონეზესთან” 1:2 წაგებულ შეხვედრაში მისმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ წითელი ბარათი და თანმდევი ორთამაშიანი დისკვალიფიკაცია დაუმსახურებლად მიიღო. სასამართლომ თქვა, რომ დამატებითი გამოძიება ჯერ კიდევ ჩასატარებელია, მაგრამ მანამდე პორტუგალიელს უფლება აქვს ჩვეულებრივ გააგრძელოს საქმიანობა. დღეს, „იუვენტუსთან” შეხვედრაში ის მოედნის კიდესთან იქნება. გავრცელებული განცხადების თანახმად...
ჯერ რუმინეთი, მერე – ეპსანეთი ან პორტუგალია
კვირას, 16 საათზე „ავჭალის“ მწვანე გაზონზე დაიწყება საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულიგუნდების მატჩი. ამ თამაშს ფაქტობრივად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორც ცნობილია, „რაგბი ევროპამ“ თავისი ჩემპიონატის ფორმატი შეცვალა და ამიერიდან გუნდებს ორი საპლეიოფო მატჩის გამართვა უწევთ. ბორჯთალოსნებმა თავისი წილი ჯგუფური ეტაპი მაქსიმალურად შესაძლებელი შედეგით – 15 ქულით დაასრულეს, რამაც ნახევარფინალის მასპინძლობის უფლება მოუტანა, თუმცა ფინალის ჩატარების...
სანდრო გრეგთან…
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი კარიერას „სან ანტონიოში“ გააგრძელებს, – ეს ინფორმაცია „სან ანტონიომ“ ოფიციალურად დაადასტურა. ცოტა ხნის წინ „მილუოკი ბაქსმა“ 23 წლის კალათბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტა, რის შემდეგაც სანდრო გრეგ პოპოვიჩის გუნდმა აიყვანა, კონტრაქტის დეტალები კი, ჯერჯერობით, უცნობია. მამუკელაშვილი „სან ანტონიოში“ 54-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ის მოხვდა NBA-ს 5-გზის ჩემპიონ კლუბში, რომლის ღირსება თავის დროზე...
სარი: სპალეტი ნეაპოლის მეფე გახდება
„ლაციომ” „ნაპოლის” ნეაპოლში მოუგო 1:0. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე გამარჯვებული გუნდის მწვრთნელმა მაურიციო სარიმ, რომელიც რამდენიმე წლის წინ „ნაპოლის” ედგა სათავეში და ჩემპიონობამდე ცოტა დააკლდა, თქვა: „ნაპოლის” დონის გუნდებთან თამაშისთვის მომზადება ძალიან ძნელია. რთულია იფიქრო იმაზე, რომ აქ ჩამოხვალ და შენს თამაშს მოახვევ თავზე, დაცვაში ჩადგომა კი თვითმკვლელობის ტოლფასია. ყველაზე რთული იყო ბიჭების დარწმუნება, რომ მათ...
შეფასება ყოველთვის სუბიექტურია
ქართველ გულშემატკივარს ყოველი მატჩის შემდეგ აინტერესებს, რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ, სხვადასხვა გამოცემების შეფასება კი ერთმანეთს ხშირად არ ემთხვევა. მიზეზი მარტივია — ყველას სუბიექტური აზრი აქვს. ამის დასტურად გვინდა მოვიტანოთ სამი სხვადასხვა მედია-საშუალების შეხედულება იმაზე, თუ როგორ ითამაშა ქართველმა „ნაპოლისა” და „ლაციოს” შეხვედრაში, რომელიც სტუმრებმა 1:0 მოიგეს. ილ მატინო კვარაცხელია 5 — იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც...
ლიპარტელიანი ვერცხლს დასჯერდა
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემის პირველივე დღეს საქართველოს დელეგაციის ყულაბაში მედალია… 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი ირგუნა. ჩვენებური ოქროსთვის ბრძოლაში იაპონელ მომო ტამაოკის დაეჭიდა და შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე შებოჭვაზე მოჰყვა. მანამდე ლიპარტელიანმა მასპინძელ შუქურიონ ამინოვას, ბრაზილიელ ჯესიკა ლიმასა და ტაიპეელ ჩენ-ლინგ ლიენს მოუგო. მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ლუხიმ ჩხვიმიანსაც...









