თვე: მარტი 2023

Home 2023 მარტი
ისევ ვალენსიას სასარგებლოდ არ-დანიშნული პენალტის შესახებ
ჩანაწერი

ისევ ვალენსიას სასარგებლოდ არ-დანიშნული პენალტის შესახებ

ესპანეთში არ წყდება ლაპარაკი „ბარსელონასა” და „ვალენსიას” შეხვედრის 85-ე წუთზე მომხდარ ეპიზოდზე, როდესაც მასპინძელმა ფრანკ კესიემ სტუმარი ფრან პერესი საჯარიმოში წააქცია, მსაჯმა ალბეროლა როხასმა კი პენალტი არ დანიშნა. „ღამურების” ბანაკი და გულშემატკივარი განსაკუთრებით იმან გააღიზიანა, რომ ხაიმე ლატრემ, რომელსაც ამ შეხვედრაში VAR ებარა, ეპიზოდი არც კი განიხილა. ვალენსიურ მედია-საშუალებას superdeporte-ს თავად ფრან პერესის კომენტარი მოჰყავს....

ოსიმენმა კვარას ოქროს ბურთი უწინასწარმეტყველა
ჩანაწერი

ოსიმენმა კვარას ოქროს ბურთი უწინასწარმეტყველა

„ნაპოლის” ნიგერიელ თავდამსხმელს ვიქტორ ოსიმენს რომში უცხოური პრესის ჯილდო გადასცეს. ის დაჯილდოების ცერემონიალს კლუბის პრეზიდენტთან აურელიო დე ლაურენტისთან ერთად ესწრებოდა. ფორვარდმა დაფასებისთვის დიდი მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას, ოსტატობის ზრდისთვის კი „პარტენოპეელთა” მწვრთნელს ლუჩანო სპალეტის უძღვნა მადლიერებით სავსე სიტყვები. „სპალეტი საგანგებო ფიგურაა. სწორედ მის გამოა წლეულს ასეთ შედეგებს რომ ვაღწევთ. ის  ძალიან მეხმარება ოსტატობის ამაღლებაში. მინდა...

ლოჩოს ტაიმზე მეტი
ჩანაწერი

ლოჩოს ტაიმზე მეტი

„რომასთან” დაუჯერებელი გამარჯვების შემდეგ „კრემონეზე” „სასუოლოსთან” სტუმრად 2:3 დამარცხდა და რეალობას დაუბრუნდა. რაც კრემონელთა მწვრთნელი დავიდე ბალარდინი გახდა, ქართველ მცველს ლუკა ლოჩოშვილს პირველად მოუხდა მოედანზე კარგა ხნის, ტაიმის და 10 წუთის (მსაჯის წამატებულიანად მეტის) გატარება. ის დაშავებული რუმინელის ვლად კირიკეშის ნაცვლად შევიდა. როდესაც „კრემონეზეს” მწვრთნელად ბალარდინი დანიშნეს, ლუკა ტრავმას მკურნალობდა, ამასობაში კი ახალმა თავკაცმა „თავისი”...

ჯავახია შეუჩერებელია!
ჩანაწერი

ჯავახია შეუჩერებელია!

გასულ უქმეებზე საფრანგეთის ორივე ელიტურ სარაგბო ლიგაში რეგულარული ჩემპიონატების ტურები გაიმართა: ტოპ 14-ში – მე-20, ხოლო პრო დ2-ში – 23-ე. ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს დივიზიონში პლეი-ოფამდე 6 ტური დარჩა გასამართი, ხოლო მეორეში – 7. ანუ რეგულარულები ფინიშის სწორზე გავიდნენ და ყოველი მატჩის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ტოპ 14 ამასობაში, იმის გათვალისწინებით, რომ ბორჯღალოსნები რუმინეთთან...

ისევ დინამო და ბათუმი
ჩანაწერი

ისევ დინამო და ბათუმი

გასულ უქმეებზე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩები გაიმართა და სურათი ისევ შარშან-შარშანწინდელს დაემსგავსა. ორ-ორი მოგებით პირველ-მეორე ადგილებს ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტები „დინამო“ და „ბათუმი“ იყოფენ. ზღვისპირელები თავიდან აგებდნენ „საბურთალოსთან,“ მაგრამ მეორე ტაიმში იძალეს და 3:1 გაიმარჯვეს. „დინამომ“ „სამტრედიას“ 4:0 სძლია. თამაში გორის „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გაიმართა. „დინამო არენაზე“ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატთან დაკავშირებით რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და დროებით ჩემპიონი...

როგორ თამაშობს სპალეტის ნაპოლი წაგების შემდეგ?
ჩანაწერი

როგორ თამაშობს სპალეტის ნაპოლი წაგების შემდეგ?

პარასკევს „ნაპოლიმ” „ლაციოსთან” შინ 0:1 წააგო. ამ მარცხის გარშემო არა და არ წყდება ლაპარაკი. ახლა ყველა მოუთმენლად ელის როგორი პასუხი ექნება ლუჩანო სპალეტის გუნდს. ეს შაბათს, „მარადონაზე”, „ატალანტასთან” შეხვედრაში გაირკვევა, თუმცა იტალიელი ჟურნალისტი ბრუნო გალვანი მოგვიწოდებს შაბათამდე, ამ თემაზე მსჯელობისას, ნაჩქარევ დასკვნებს მოვერიდოთ და რაც მთავარია წარსული არ დავივიწყოთ. საქმე ის გახლავთ, რომ აქა-იქ გამოჩნდა...

კანისარესი ბარახას წინააღმდეგ
ჩანაწერი

კანისარესი ბარახას წინააღმდეგ

„ვალენსიას” ლეგენდარულმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა, რომელიც რადიო COPE-ზე გადაცემა Tiempo de Juego-ს ანალიტიკოსია, „კამპ ნოუზე” 0:1 დამარცხების შემდეგ „ღამურების” თავკაცი, ყოფილი თანაგუნდელი რუბენ ბარახა გააკრიტიკა. „ბარსას” და „ვალენსიას” შეხვედრამ ესპანური პრესისა და ტელევიზიის საყოველთაო ყურადღება იმით მიიქცია, რომ მსაჯმა ბარსელონელი ფრანკ კესიეს მიერ ვალენსიელი ფრან პერესის წაქცევის გამო პენალტი არ დანიშნა და მეტიც, VAR-მა ეპიზოდი...

ხანდახან მამარდაც ცდება
ჩანაწერი

ხანდახან მამარდაც ცდება

ჯერ კიდევ როდინდელი მეკარეები ამბობდნენ, თუ გამოდიხარ ბურთს უნდა მიწვდე, თუ არა და იდექიო. მამარდა ვერ მიწვდა, რაფინიამ გაუტანა. ბუსკეტსმაც ზუსტად დაასვა რაფინიას თავზე, მაგრამ იმიტომაც არის ბუსკეტსი და იმიტომ ჰქვია იმ გუნდს „ბარსელონა”. მეორე მხრივ, თუკი ამ სეზონში „ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილს რამე უნდა უთხრას, მადლობაა. ამ ერთი უზუსტობით ქვეყანა არ დაქცეულა. ისიც აღსანიშნავია, რომ...

ლიპომ ოქრო გაიხსენა
ჩანაწერი

ლიპომ ოქრო გაიხსენა

ტაშკენტის გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს სამი მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა და აქედან ორი გამოიყენა. ოქროს მედალი ირგუნა ვარლამ ლიპარტელიანმა (100კგ.), რომელმაც ფინალში ავსტრიელი აარონ ფარა დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა. ოქროსკემ მიმავალ გზაზე ლიპარტელიანმა ბრაზილიელი ლეანდრო გონსალვეში, ყაზახი ნურლიხან შარხანი და იაპონელი კოტერო უეოკაც დაამარცხა. ბრინჯაო მოიპოვა გელა ზაალიშვილმა (100კგ.). ჩვენებურმა ტაჯიკ ტემურ...

წინ ბადახოსია!
ჩანაწერი

წინ ბადახოსია!

ბორჯღალოსნები ფინალში გავიდნენ. ავჭალაში გამართულ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინელი „მუხები“ 31:7 დაამარცხა და 2023 წლის პირველობის მთავარ მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ხანგრძლივი წვიმის მიუხედავად „ავჭალის“ სათამაშო მინდორმა თავისი იდეალური მდგომარეობა საფინალო სასტვენამდე შეინარჩუნა, არადა მის კონდიციას ორი ძალისმიერი გუნდის ცხარე ჯახი დიდ საფრთხეს უქმნიდა. მინდვრის საფარმა გაუძლო ისევე, როგორც ქართველთა...