ირვინგ ლოსანო შაბათს „ნაპოლისა” და „ატალანტას” შეხვედრაში ვერ ითამაშებს. მექსიკელ გარემარბს კუნთი გაეჭიმა. როგორც „სკაი სპორტი” იუწყება პრობლემა სერიოზული არ უნდა იყოს ანუ „ჩაკი” ფრანკფურტის „აინტრახტის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში ნეაპოლელთა მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის განკარგულებაში იქნება, მაგრამ მანამდე, სერია A-ს 26-ე ტურში, მას სავარაუდოდ მატეო პოლიტანო შეცვლის. ამასობაში, გავრცელდა ხმა, რომ 8 მარტს...
12:13 მონტენეგროსთან…
ზაგრებსა (ხორვატია) და პოდგორიცაში (მონტენეგრო) დაიწყო წყალბურთელ ვაჟთა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის გათამაშება. ფინალური ეტაპის ექვსი საგზურისთვის, 12 ნაკრები იბრძვის. A ჯგუფი (ზაგრები): იტალია, იაპონია, ხორვატია, უნგრეთი, საფრანგეთი, აშშ. B ჯგუფი (პოდგორიცა): სერბეთი, საბერძნეთი, საქართველო, ავსტრალია, ესპანეთი, მონტენეგრო. საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარა. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა საკმაოდ ძლიერ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ...
პირველი მოგება…
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები თბილისში ლიეტუვას შეხვდა და 32:18 დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატი 2024 წლის 10-28 იანვარს გერმანიაში გაიმართება, მასში მონაწილეობას 24 ნაკრები მიიღებს. მასპინძელი გერმანია და გასული ევროპირველობის სამი საუკეთესო გუნდი (შვედეთი, ესპანეთი, დანია) ტურნირზე ავტომატურად არიან დაშვებული, მათ შესარჩევი ტურნირიდან 20 საუკეთესო შეუერთდება. საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე...
ჟოზე თუ წავიდა…
გერმანელი სპეციალისტი, თომას ტუხელი, შესაძლოა „რომას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს თუ ჟოზე მოურინიუ პოსტს დატოვებს. რომაელთა ხელმძღვანელობა ტუხელს პორტუგალიელი სპეციალისტის შემცვლელის იდეალურ ვარიანტად მოიაზრებს. გერმანელი მწვრთნელის ბოლო სამსახური „ჩელსი“ გახლდათ, რომელთან ერთად მან 2020-2021 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია „რომა“ თუ ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდა, მოურინიუმ, შესაძლოა,...
კოხრეიძე უკან დაბრუნდა…
გიორგი კოხრეიძე საქართველოში დაბრუნდა და კარიერას „საბურთალოში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს. 24 წლის თავდამსხმელი „საბურთალოს“ აღზრდილია და მის რიგებში 144 მატჩი აქვს ჩატარებული (32 გოლი და 20 საგოლე პასი). „საბურთალოსთან“ ერთად, 2018 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, 2019 და 2020 წლებში კი საქართველოს თასი და სუპერთასი მოიპოვა. შემდეგ კოხრეიძემ კარიერის გაგრძელება საფრანგთის ლიგა 2-ის...
დაბრუნდა და გაიტანა
„აპოელის“ ქართველი კაპიტანი გიორგი ქვილითაია ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და კვიპროსის ჩემპიონატის 26-ე ტურში „ნეა სალამინისთან“ მოგებულ (3:0) მატჩში გოლიც გაიტანა. თამაშის შემდეგ გიორგიმ ასეთი კომენტარი გააკეთა: „სეზონი ტრავმებით დავიწყე და მთელი წლის განმავლობაში ამის გამო ბევრი ჩავარდნა მქონდა. რთული იყო ამ პერიოდის გადატანა, მაგრამ გუნდი ძალიან დამეხმარა, მათ შორის სამწვრთნელო შტაბიც. ბედნიერი ვარ, რომ ამ...
საქართველო პირველია…
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ბოლო მატჩში სტუმრად ბელგია 7:4 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ბელგიასთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემდაგენლობაში თალესმა და ბრუნო გომესმა დუბლი შეასრულეს. თითო გოლი გიორგი ღავთაძის, ბრუნო პეტრისა და სიმი საიოტის ანგარიშზეა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფი მაქსიმალური შედეგით, 12 ქულით, პირველ ადგილზე დაასრულა და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება...
მხოლოდ ნაპოლი
76 წლის ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, „ვესტ ჰემის”, „ტოტენჰემისა” და პრემიერლიგის სხვა გუნდების თავკაცმა ჰარი რედნაპმა Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში სერია A-ზე ილაპარაკა. „რად უნდა თქმა, რომ „ინტერი” და „მილანი” დიდი ტრადიციის მქონე კლუბები არიან, მაგრამ ერთადერთი, ვინც დღეს იტალიაში ტოპ-გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, „ნაპოლია”. ის, რასაც ეს გუნდი აკეთებს, დაუჯერებელია. სხვაობა, რომლითაც მან მდევრები ჩამოიტოვა —...
თურმე რა უთხრა მეოთხე მსაჯმა მოურინიუს
იტალიაში არ ცხრება ინტერესი ორი ტურის წინ „კრემონეზესა” და „რომას” შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო. მეორე ტაიმის დასაწყისში, რომაელთა მწვრთნელს ჟოზე მოურინიუსა და მეოთხე მსაჯს მარკო სერას შორის მოხდა შელაპარაკება, რამაც მოურინიუ გააბრაზა, მთავარმა მსაჯმა კი ის გააძევა. შემდეგ, „რომას” პორტუგალიელ თავკაცს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, მაგრამ სააპელაციო კოლეგიამ ვერდიქტი გააუქმა და მორიგი გარჩევა 10 მარტს დანიშნა....
დიუგარი ნეიმარის ტრავმით ბედნიერია
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი (1994-2002 წლებში) კრისტოფ დიუგარი პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის ტრავმას გამოეხმაურა. ნეიმარს მუხლის ტკივილის გამო სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევს. „ბედნიერი ვარ, რომ ნეიმარი ტრავმის გამო გუნდში არ არის. ვფიქრობ, ეს წარმოუდგენელი შესაძლებლობაა პსჟ-ის მწვრთნელ კრისტოფ გალტიესთვის. რაღაც მომენტში მას მოუწევდა გამბედაობის გამოჩენა და ბრაზილიელის მოშორება. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა...









