ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში კიდევ ერთხელ აღიარეს – ქართველი შემტევი თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოკითხავში ხვიჩამ ოსიმენს, დი მარიას, ბაშიროტოსა და მირანჩუკს აჯობა. წინა თვეში ჩატარებულ სერია A-ს 4 მატჩში ხვიჩამ 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. „კვარაცხელია პირველი ფეხბურთელია, ვინც თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ერთ სეზონში მეორედ (პირველად აგვისტოში) მიიღო. ის თვიდან თვემდე...
ნორვეგია-საქართველო არჩევნებმა გადადო…
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ნორვეგიისა და საქართველოს მატჩის თარიღი შეიცვალა. ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოსლოში, „ულევაალის“ სტადიონზე შეხვედრა 11 სექტემბრის ნაცვლად 12 სექტემბერს გაიმართება – ამის მიზეზი კი 11 სექტებერს ნორვეგიაში დანიშნული არჩევნები გახდა. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველოს ნაკრები 28 მარტს, სწორედ ნორვეგიის ნაკრებთან დაპირისპირებით გახსნის. ეს მატჩი ბათუმში, 20:00 საათზე...
კვარას მთელი გვერდი ნიუ იორკ თაიმსმა დაუთმო
პრესტიჟული ამერიკული გაზეთის „ნიუ იორკ თაიმსის” კორესპონდენტი რორი სმიტი ნეაპოლში საგანგებოდ ხვიჩა კვარაცხელიასთან დასალაპარაკებლად ჩავიდა. არადა, თავიდან, როდესაც იტალიაში გაიგეს, რომ „ნაპოლი” ძნელად გამოსათქმელი გვარის მქონე ვიღაც ქართველ ფეხბურთელს ყიდულობდა, სკეპტიკურად განეწყვნენ. არავის სჯეროდა, რომ კრისტიანო ჯიუნტოლის მიერ ბათუმის „დინამოდან” 10 მილიონ ევროდ ნაყიდი მოთამაშე გამოდგებოდა. მერე რა, რომ ის სამშობლოში „აჭარაბეთ არენას” ავსებდა და...
პოლიტანო: ნეაპოლი ბედნიერი ქალაქი უნდა იყოს
„ნაპოლის” თავდამსხმელმა მატეო პოლიტანომ Radio Kiss Kiss Napoli-ს ინტერვიუ მისცა, სადაც სხვადასხვა თემებს შეეხო. გთავაზობთ ციტატებს: „ჩვენ ძალიან გვინდა „ატალანტასთან” შეხვედრაში გამარჯვებების გზას დავუბრუნდეთ. რასაკვირველია რთული მატჩი იქნება, მაგრამ მოგების ძლიერი სურვილი გვაქვს”. „ლაციოსთან” დამარცხებას არ ვიმსახურებდით. რომაელებმა ამ გამარჯვების მისაღწევად მათთვის უჩვეულოდ ითამაშეს: სარის გუნდები როგორც წესი ფეხბურთს თამაშობენ, ჩვენთან კი „ლაციო” ჩაიკეტა. რას...
წამებში მოგებულ-წაგებული
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს თასის გათამაშებაში უკვე ორი მატჩი გამართა და ორივე ერთნაირი ანგარიშით დაასრულა. პირველ თამაში ჩვენებმა 12:13 მასპინძელ ჩერნოგორიასთან წააგეს, ხოლო შემდეგ ამავე ანგარიშით ავსტრალიას სძლიეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მატჩი ჩერნოგორიასთან, სადაც მასპინძლები უდავო ფავორიტად მიიჩნეოდნენ. თუმცა, საქართველომ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და დიდი ხანი ლიდერობდა კიდეც. ჩვენებმა მესამე მეოთხედი ჩააგდეს, რაც ბოლოსკენ გამოასწორეს, მაგრამ...
საუკეთესოც, სიმბოლურიც…
გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ცხადია, სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. გიორგი მიქაუტაძემ XXVI ტურში სტუმრად „ანსისთან“ „მეცის“ მოგებაში (3:0) გადამწყვეტი როლი ითამაშა – ქართველი ფორვარდი სამივე გოლში მონაწილეობდა, დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა. მიქაუტაძეს 8,9 ქულა დაუწერეს, რაც მის მიერ სეზონში მიღებული საუკეთესო შეფასებაა. ამასთან, ამ შეფასებით, გიორგი 26-ე...
დინამო თავში მარტოა
ეროვნული ლიგის მესამე ტურმა ერთპიროვნული ლიდერი მოგვივლინა: თბილისის „დინამომ“ სტუმრად „გაგრა“ 5:3 დაამარცხა და ვინაიდან უშუალო კონკურენტმა, „ბათუმმა,“ გორში, „დილასთან“ შეხვედრა ფრედ დაასრულა (1:1), ქულათა მაქსიმუმით (9) ერთპიროვნულად გალიდერდა. დინამოელთაგან დუბლი მიითვალა გვინეელმა უსმანე კამარამ. ასევე თავი გამოიჩინეს ულად-ომარ იმრანმა, ზორან მარუშიჩმა და გაბრიელ სიგუამ. საინტერესოა, რომ 17 წლის სიგუამ მიჯრით მეორე მატჩში გაიტანა. ომარ...
ვალენსიას მეორეხარისხოვანი თავდამსხმელი
რა პროცესები მიმდინარეობს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში”? გუნდს ერთ სეზონში მესამე მწვრთნელი ჰყავს, რაც მესამე ტაქტიკას, მესამე მსოფლმხედველობას ნიშნავს. plazadeportiva ამჯერად რუბენ ბარახას იდეებსა და ჯასტინ კლუივერტის მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას. პატრიკ კლუივერტის ვაჟი ერთი ხნის წინ დაშავებული იყო და სწორედ მაშინ გამოჯანმრთელდა, როდესაც გუნდს სათავეში ბარახა ჩაუდგა. თითქოსდა მეტი რა გინდა, მითუფრო, რომ ბარახამ თავის პირველ...
კარგი მცველი, რომელმაც განგნამ სტაილი იცეკვა
„ძალიან მინდა, რომ გავიმარჯვოთ. „ნაპოლის” ხომ დიდი ხანია აღარაფერი მოუგია. ჩვენ კი კარგად ვთამაშობთ: სკუდეტოს მოგებას ვაპირებთ, — თქვა „აძურის” სამხრეთ კორეელმა ცენტრალურმა მცველმა კიმ მინ ჯაემ მშობლიური ქვეყნის ტელევიზიისთვის, UpBit-თვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, — ყველაზე მნიშვნელოვანია მიხვდე, თუ რანაირი ფეხბურთის თამაში უნდა შენს მწვრთნელს და რასაც გინდა გთხოვდეს, სწრაფად უნდა აუღო ალღო. მე სწორედ...
ოსიმენი რეალის გეგმებშია
იტალიური „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ „რეალი” მომავალზე ფიქრობს და ორიოდ წელიწადში მეტოქეების კარის დალაშქვრას ენდრიკის, ოსიმენისა და ვინისიუსის ტრიოთი აპირებს. ჯერჯერობით, ხსენებული სამეულიდან „რეალში” მხოლოდ ვინისიუსი თამაშობს. 16 წლის ენდრიკ ფელიპე ბრაზილიაშია, „პალმეირასის” თავდამსხმელია, თუმცა მადრიდელებმა მის წარმომადგენლებთან უკვე გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ორი წლის შემდეგ, როდესაც ბიჭი სრულწლოვანი გახდება, „სანტიაგო” ბერნაბეუზე გადაბარგდება. რაც...









