იტალიურმა გაზეთმა „ილ მატინომ” მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონსა და „ოქროს ბურთის” მფლობელ ფაბიო კანავაროს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. ბუნებრივია ინტერვიუში საუბარი შეეხო „ნაპოლის” ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიასაც. გთავაზობთ, ამ ფრაგმენტის გადმოქართულებულ ვარიანტს. „კვარაცხელია ფენომენია. თუ მას მისცემთ საშუალებას ბურთს დაეუფლოს, ის თქვენ გაგანადგურებთ. როდესაც კვარაცხელია ბურთს იღებს, მას სიძლიერის შეგრძნება ეუფლება. ეს ძალიან კარგად ჩანს მის...
ბერგომი: მეც მოვსრიალდებოდი
„ინტერისა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, 1988-89 წლების სკუდეტოსა და უეფას თასის სამგზის მფლობელმა ჯუზეპე ბერგომიმ „სქაი სპორტის” გადაცემაში „სკაი კალჩო კლუბ” ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე ილაპარაკა. ხსენებული გოლი „ნაპოლის” ქართველმა გარემარბმა „ატალანტას” გაუტანა. ბერგომიმ თქვა: „გოლი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტას” კარში შეაგდო, ერთ-ერთი ულამაზესი იყო მათ შორის, რაც ბოლო წლებში მინახავს....
ფენომენალური წყვილი
„ნაპოლი” არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს, რაც დიდწილად ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დამსახურებაა. ნიგერიელმა სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში 21 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გადააწოდა, ქართველის მონაგარი კი 13 გოლი და 15 საგოლე პასია. მოტანილი რიცხვები ნათლად მეტყველებს, რომ წყვილის წვლილი „აძურის” გამარჯვებებში დიდია. სიმბოლურია, რომ თვით გოლი-შედევრის დროს, რომელიც კვარაცხელიამ „ატალანტას” ინდივიდუალური ოსტატობის...
ვალენსიამ მოიგო, მამარდას საქმე არ ჰქონდა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი ჰყავს და გუნდი უკვე მესამედ იცვლის იერსახეს. პირველი თავკაცი, ჯენარო გატუზო, ფეხბურთელებს ბურთის ფლობასა და ეგრეთწოდებულ მაღალ პრესინგს სთხოვდა, რის გამოც მეტოქეები სწრაფ კონტრშეტევებზე გადმოსვლას ახერხებდნენ. „ღამურების” დაცვა ასეთ ტაქტიკას ვერ უძლებდა და ქართველ მეკარეს ხშირად უწევდა კარის გადარჩენა. მეორე მწვრთნელი, ვორო, ისე ცოტა ხანს იყო, რომ ხეირიანად...
ილ ნაპოლისტა: 10 ქულა ხვიჩას, რადგან ეს რიცხვი ვიღაცის ნომერს გვაგონებს
გთავაზობთ „ილ ნაპოლისტას” შეფასებებსა და დახასიათებებს, რომელიც გამოცემამ „ნაპოლის” მიერ „ატალანტას” 2:0 დამარცხების შემდეგ დაწერა. გოლინი – 7 ახალგაზრდა მერეტი დაშავდა და დადგა გოლინის დებიუტის დღე. დაახლოებით 70 წუთის განმავლობაში მას საქმე არ ჰქონია, მერე კი თითქოს აქ არაფერიო, სამჯერ შესანიშნავად იხსნა კარი გოლისგან. დი ლორენცო – 6.5 ამ დღეს ის ექსპერიმენტს ატარებდა — ვიქტორ...
ფიზიკოსებმა შეისწავლონ კვარაცხელია
„ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას ჯადოსნური გოლითა და ამირ რაჰმანის შესანიშნავი თავურით „ატალანტა” დაამარცხა — 2:0, „კორიერე დელო სპორტმა” კი ტრადიციულად მატჩის საუკეთესო და ფეხბურთელები დაასახელა. საერთოდ, რომაული გაზეთი ეგრეთწოდებულ „ტოპებს” და „ფლოპებს” ასახელებს, მაგრამ მან ამჯერად მიიჩნია, რომ ნეაპოლელთა გუნდში იმედი არავის გაუცრუებია. ერთადერთი, შესაძლოა ვიქტორ ოსიმენს თავად გაუცრუვდა იმედი გოლი რომ ვერ გაიტანა. კვარაცხელია და...
ინტერმა წააგო!
ეს იყო გიჟური მატჩი, რომელშიც სამი პენალტი დაინიშნა, მათგან ერთი ლაუტარო მარტინესმა ვერ გაიტანა, დარჩენილი ორი კი მეტოქეებმა ერთმანეთს წარმატებით დაურტყეს. საბოლოოდ, „სპეციამ” „ინტერს” 2:1 მოუგო და ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” ხელ-ფეხი გაუხსნა. შეგახსენებთ, რომ დღეს ნეაპოლელები „ატალანტას” მასპინძლობენ. ჯერჯერობით „პარტენოპეელები” „ნერაძურის” 15 ქულით უსწრებენ. ამრიგად, სერია A-ს 26-ე ტური სენსაციით დაიწყო. „იმედგაცრუებულები დავრჩით., მაგრამ სამშაბათს...
კვარა Fifa 23-ის თვის საუკეთესოც გახდა
ხვიჩა კვარაცხელია Fifa 23-ში თებერვლის საუკეთესოდ დაასახელეს. ქართველი გარემარბი უკვე მეორედ იღებს ამ ჯილდოს. პირველად მან აგვისტოში გაიმარჯვა. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში კვარაცხელიას ეფექტურმა გამოჩენამ ნეაპოლსა და მის გარეთ, ფაქტობრივად მთელს მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მოგეხსენებათ, ის მიმდინარე სეზონში მეორედ დაასახელეს სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად, რაც უნიკალური შედეგია — ადრე ერთი ფეხბურთელი თვის...
სპალეტიმ შემადგენლობა შეიძლება ორი კაცით შეცვალოს
„ნაპოლიმ” დაუყოვნებლად უნდა შეცვალოს კურსი და „ატალანტასთან” შეხვედრაში გამარჯვების გზას დაუბრუნდესო, წერს napolipiu თავის სარედაქციო წერილში, სადაც შეგვახსენებს, რომ „აძურიმ” ბოლო შეხვედრა შინ „ლაციოსთან” 0:1 წააგო. მდევარ „ინტერთან” უპირატესობა დიდია, 15 ქულაა, მაგრამ პორტალის აზრით ზედიზედ მეორე დამარცხება ან ვერ-მოგება მომდევნო ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში „აინტრახტთან” თამაშის წინ ნეაპოლელებისთვის შეიძლება სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა გამოდგეს. გერმანელებთან მატჩში...
გოლზე მაგარი პოსტი…
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ში „ატალანტასთან“ მატჩისთვის ემზადება. ლუჩანო სპალეტიმ პრესონფერენცია გამართა და მომავალი თამაშის გარდა, ხვიჩა კვარაცხელიაზე საგანგებოდ ისაუბრა. სპალეტის ერთ-ერთი კითხვა კვარაცხელიას მიერ გავრცელებულ პოსტზეც დაუსვეს. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი საქართველოში ბოლო დღეების ვნებათაღელვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა – „საქართველოს მომავალი ევროპაშია“! სპალეტიმ ხვიჩა საჯაროდ შეაქო. „წავიკითხე მისი პოსტი. ადამიანი, როცა თვლის,...









