ეს იყო გიჟური მატჩი, რომელშიც სამი პენალტი დაინიშნა, მათგან ერთი ლაუტარო მარტინესმა ვერ გაიტანა, დარჩენილი ორი კი მეტოქეებმა ერთმანეთს წარმატებით დაურტყეს. საბოლოოდ, „სპეციამ” „ინტერს” 2:1 მოუგო და ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” ხელ-ფეხი გაუხსნა. შეგახსენებთ, რომ დღეს ნეაპოლელები „ატალანტას” მასპინძლობენ. ჯერჯერობით „პარტენოპეელები” „ნერაძურის” 15 ქულით უსწრებენ.
ამრიგად, სერია A-ს 26-ე ტური სენსაციით დაიწყო.
„იმედგაცრუებულები დავრჩით., მაგრამ სამშაბათს „პორტუსთან” ჩემპიონთა ლიგაში გვაქვს თამაში და ამიტომ თავი ხელში უნდა ავიყვანოთ. ფეხბურთს შეღავათი არ ახასიათებს წაგებაზე პასუხისმგებელი მე ვარ”, — თქვა მატჩის შემდეგ „ინტერის” თავკაცმა სიმონე ინძაგიმ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/10/2026 | 11:15მამარდა მათ მოსაწონს ვერაფერს აკეთებს
სიახლეები07/10/2026 | 09:23ჟეზუშმა რონალდუ ტყუილად არბენინა
მთავარი ამბავი07/10/2026 | 07:20დამშვიდობება დიადთან
სიახლეები06/10/2026 | 08:49უნგრეთს გაუმართლა
