
ძალიან მაგარი ამბავი: ზაგრებსა (ხორვატია) და პოდგორიცაში (მონტენეგრო) მიმდინარე წყალბურთის მსოფლიო თასზე, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლო შეხვედრა ჩაატარა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონ სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა.
ქართველმა წყალბურთელებმა თამაში კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 4:2 მოიგეს.
მეორე და მესამე მეოთხედები სერბებმა ერთნაირი ანგარიშით (3:2) იმარჯვეს. გადამწყვეტ მეოთხედს გუნდები თანაბარი ანგარიშით 8:8 შეხვდნენ.
მეოთხე მეოთხედიც დაძაბულად წარიმართა, მეოთხედის ბოლოს სერბეთი ორი ბურთით დაწინაურდა, მაგრამ ქართველებმა ანგარიში გაათანაბრეს. საბოლოოდ შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 11:11.
პენალტების სერია ხანგრძლივი და ნერვიული გამოდგა: ირაკლი რაზმაძემ პირველივე პენალტი მოგერია, შემდეგ ყველამ გაიტანა. დარჩა ნიკა შუშიაშვილი, რომელსაც რომ გაეტანა, მოვიგებდით, მაგრამ მეკარემ აუღო. მე-13 პენალტამდე ისევ ყველამ გაიტანა. ჩვენებს მხსნელად რაზმაძე მოევლინა, რომელმაც 5 მეტრიდან დარტყმული ბურთი მეორედ აიღო, შემდეგ რევაზ იმნაიშვილმა შეაგდო და… 12:11 ჩვენების სასრგებლოდ.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ტურნირ 2 მოგებით, 3 მარცხით და დიდი სენსაციით დაასრულა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
