
„ლაციომ” „ნაპოლის” ნეაპოლში მოუგო 1:0. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე გამარჯვებული გუნდის მწვრთნელმა მაურიციო სარიმ, რომელიც რამდენიმე წლის წინ „ნაპოლის” ედგა სათავეში და ჩემპიონობამდე ცოტა დააკლდა, თქვა:
„ნაპოლის” დონის გუნდებთან თამაშისთვის მომზადება ძალიან ძნელია. რთულია იფიქრო იმაზე, რომ აქ ჩამოხვალ და შენს თამაშს მოახვევ თავზე, დაცვაში ჩადგომა კი თვითმკვლელობის ტოლფასია. ყველაზე რთული იყო ბიჭების დარწმუნება, რომ მათ მოგება შეუძლიათ…
…ახლა მოდაშია თქმა, რომ სარი არაფერს ცვლის. ბოლო სამ შეხვედრაში 21 ფეხბურთელი ვათამაშე, ეს არის „არაფრის შეცვლა”?…
…დღევანდელი გამარჯვება სამ ქულას ნიშნავს. სამ უმნიშვნელოვანეს ქულას, რადგან ჩვენ დავამარცხეთ გუნდი, რომლიც სერია A-ში თავისთვის ცხოვრობს, შინ 11 თამაში მოიგო და ერთი ფრე ითამაშა. ეს სამი ქულა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ის თავდადების წყალობით მოვიპოვეთ. ვფიქრობ, ტექნიკური თვალსაზრისით უკეთესადაც შეგვიძლია თამაში. ჩემთვის ერთ მატჩში გამარჯვება პრობლემა არასდროს ყოფილა, ჩვენი პრობლემა თანმიმდევრულობაა. ასეთი ფეხბურთი ზედიზედ უნდა აჩვენო…
…დღეს განაპირა მცველებმა ითამაშეს განსაკუთრებული თავდადებით. „ნაპოლის” მუდმივი დრიბლინგის გამო მათ ყოველ წამს საქმე ჰქონდათ. გუნდმა მებრძოლი სულისკვეთება გამოაჩინა, მწვრთნელისთვის კი ეს ყოველთვის სიამაყის საბაბია…
…განახლებული ცხრილი რას მეუბნება? იმას, რომ ძილის დროა, რადგან სამშაბათს მორიგი მატჩი გველის (კონფერენციის ლიგაზე, „ალკმაართან”), ჩვენ კი ევროთასებსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ამწუთას ამ საშინელ ცხრილზე მარჩიელობას აზრი არ აქვს…
…თუ სპალეტი სკუდეტოს მოიგებს, ის ნეაპოლის მეფე გახდება. გამარჯვება ყველგან ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ მოგება მაინც რაღაც განსაკუთრებულია. მე ლუჩანოს წარმატება მახარებს. ის ნახავს რა არის ბედნიერება”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 07:23მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
