სანაკრებო პაუზის დროს „ნაპოლისთვის“ კარგი ამბავი ვერ მოხდა – ნიგერიის ნაკრების შეკრებიდან ნეაპოლელთა მთავარი დამრტყმელი ძალა ვიქტორ ოსიმენი ტრავმირებული დაბრუნდა და შესაძლოა, „მილანთან“ სამივე მატჩი (ერთი სერია A-ში, ორი ჩემპიონთა ლიგაში) გამოტოვოს. ნიგერიელმა ფორვარდმა სანაკრებო შეკრების დროს კუნთი დაიზიანა, ტრავმის სიმძმე ზუსტად მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, როდესაც მას საფუძვლიანად გამოიკვლევენ, მანამდე კი ლუჩანო სპალეტის გუნდს...
ვარსკვლავების კავშირი პსჟ-ს აზიანებს
ფრანგული პსჟ-ის ხელმძღვანელობა მივიდა დასკვნამდე, რომ კილიან მბაპეს, ნეიმარისა და ლიონელ მესის გაერთიანება გუნდს აზიანებს. ფორვარდების ერთობლივი თამაში გუნდში დისბალანსს იწვევს. პსჟ-ს მბაპეს შენარჩუნება სურს, ნეიმარს კი პარიზული სუპერკლუბის დატოვება არ უნდა. ამიტომ მესისთან განშორებას ამ სიტუაციაში ლოგიკურ გამოსავალს უწოდებენ, არგენტინელი საფრანგეთის დედაქალაქში უკმაყოფილოა. მბაპეს და ნეიმარს „პარი სენ-ჟერმენთან“ გრძელვადიანი კონტრაქტები აკავშირებთ. მესის ხელშეკრულებას კი...
კაპელო ნაპოლისა და მილანის მოახლოებულ სამ დაპირისპირებაზე
„მილანის”, „რომას”, „იუვენტუსის” და „რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ „ნაპოლისა” და „მილანის” მოახლოებულ სამ დაპირისპირებაზე ილაპარაკა. „ჩემპიონთა ლიგის მატჩები სერია A-ს შეხვედრისგან განსხვავებული იქნება. ისინი ორივე გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სერა A-ს თამაში, რადგან იტალიის ჩემპიონატი დამთავრებულია: „ნაპოლის” შეუძლია წამყვანი ფეხბურთელები დაასვენოს კიდეც. ლიგაში კი ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი: ბრაზი, თავდადება, შემდეგ ეტაპზე გასვლის წყურვილი....
ვალენსიას ფეხბურთელები გულშემატკივრებს აფინანსებენ
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და ამ ბრძოლისთვის აპრილი მნიშვნელოვანი თვეა — „ღამურები” უშუალო კონკურენტებს ხვდებიან. უშუალო კონკურენტებამდე, ორშაბათს, „ჩეები” „რაიო ვალეკანოს” მასპინძლობენ, მერე კი სტუმრად მიემგზავრებიან „ალმერიაში”, რომელსაც 26 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს, ისევე როგორც „ვალენსიას”. როგორც ყოველთვის პრინციპულ თამაშზე გუნდს ერთგული ქომაგები მიჰყვებიან. საყურადღებოა, რომ ბილეთები რვა წუთში გაიყიდა....
მესი ისტორიაში მესამე ასიანი
არგენტინელმა დიდვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 100 გოლის ზღვარი გადალახა. არგენტინელმა კურასაოს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა. ახლა მას ალბისელესტეს მაისურით 102 გოლი მოუგროვდა. ამგვარად, მესი გახდა ისტორიაში მესამე მოთამაშე, რომელმაც მოახერხა თავისი ქვეყნის ნაკრებში 100-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა. ამ მაჩვენებლით პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ლიდერობს 122 გოლით. ირანელმა ფეხბურთელმა ალი დაეიმ, კი...
მარტის თვეა შენი…
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს მარტის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს – ასეთია გამოკითხვის შედეგები, რომელიც იტალიის ჩემპიონატის ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა და 26 მარტს დასრულდა. მარტში კვარაცხელიამ სერია A-ს 3 მატჩში („ლაციო“ 0:1, „ატალანტა“ 2:0, „ტორინო“ 4:0) 2 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა. აღნიშნული ჯილდო ხვიჩამ მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ (ზედიზედ მეორედ) მოიგო,...
მოლეს ვილი ვერ შველის…
ესპანურ LIGA LEB PLATA-ში 24-ე ტურის მატჩი ჩაატარა „მოლემ“, სადაც ქართველი ვილი ისიანი თამაშობს. ქართველი კალათბურთელის გუნდმა „მენორკას“ უმასპინძლა და 19 ქულის სხვაობით, 78:97 დამარცხდა. ვილი ისიანი თავის გუნდში კვლავ ერთ-ერთი გამორჩეული იყო – ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა (6-დან 3 სამქულიანი, 6-დან 2 ორქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო) მოაგროვა,...
ბორდალასი: ვხედავდი საითაც მიდიოდა საქმე
ხოსე ბორდალასი ის მწვრთნელია, რომელიც გასულ სეზონში „ვალენსიას” ედგა სათავეში. სწორედ მან გაუხსნა გზა ტოპ-ფეხბურთისკენ ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს, რომელიც მას მერე რეგულარულად იცავს „ჩეების” კარს. ესპანეთის ერთ-ერთი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ბორდალასმა, რომელიც ამ ეტაპზე არსად მუშაობს, „ვალენსიაზე”, რომელიც მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ასე თქვა: „მართალია, კლუბში ცოტა ხანი დავყავი, მაგრამ ვხედავდი,...
მარკა: კვარაცხელია ნეაპოლში რჩება და ახალ კონტრაქტს აფორმებს
ხვიჩა კვარაცხელიას (თბილისი, 2001) და „ნაპოლის” ისტორია ზაფხულის მერეც გაგრძელდება. როგორც „მარკამ” სანტი აუონასგან შეიტყო, ქართველმა გარემარბმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და „პარტენოპეელებთან” კონტრაქტს ახანგრძლივებს. ახალი ხელშეკრულება ძალაში იქნება 2028 წლამდე (ერთი წლით უფრო მეტხანს, ვიდრე ახლანდელი ხელშეკრულების ვადაა) და ხელფასიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. დღეს კვარა ხელზე მილიონ ევროს იღებს, ახალი კონტრაქტის ამოქმედების შემდეგ კი 2,5 მილიონს...
ვალენსიელები: მამარდაშვილმა საქართველო წაგებისგან იხსნა
ესპანური პორტალი plazadeportiva „ვალენსიას” ფეხბურთელების სანაკრებო გამოსვლებს აფასებს: ესპანეთი ხოსე ლუის გაიამ ევრო 2024-ის მეორე შესარჩევ შეხვედრაში თავიდან ბოლომდე ითამაშა. ეს გახლდათ „ლა როხასთვის” და შესაბამისად პირადად გაიასთვის უიღბლო მატჩი შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან, რომელიც ბრიტანელების გამარჯვებით დასრულდა — 2:0. უგო გილამონი და ნიკო გონსალესი კი ესპანეთისა და საფრანგეთის 21 წლამდელთა ამხანაგურ შეხვედრაში მოედანზე 87-ე წუთზე შევიდნენ....









