ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო ცხრა ნომერი? ვიქტორ ოსიმენი და არა ერლინგ ჰოლანდი.
საინტერესოა, რომ ეს ინგლისში დაწერეს, სადაც ნორვეგიელი დაფრინავს და „მანჩესტერ სიტის” მაისურით რეკორდს რეკორდზე ხსნის. ასეთი მოსაზრება „დეილი მეილში” გამოქვეყნდა. ის ტომ კოლომოსეს ეკუთვნის. ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ „ნაპოლის” ცენტრალური თავდამსხმელი ცენტრფორვარდის ამპლუაში უფრო ძლიერია და თავის მოსაზრებას განმარტავს:
„ამბობენ, რომ ოსიმენს ჰოლანდზე ნაკლები გოლები გააქვს, მაგრამ ის სრულყოფილი ცხრა ნომერია. როდესაც სახეზე დამცავი ნიღაბი უკეთია, ნამდვილ სუპერგმირს ჰგავს. ის თავისი სისწრაფითა და ღონით მეტოქეებს ატერორებს და ჰოლანდისგან განსხვავებით კომბინაციურ ფეხბურთშიც ძალიან ძლიერია. მან კვარაცხელიასთან გასაოცარი კავშირი დაამყარა”.
„დეილი მეილი” ამბობს, რომ ოსიმენი პრემიერლიგისთვის ზედგამოჭრილი ცენტრფორვარდია. რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, მართალია „ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გერმანული „ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ვალი არ აქვს და ამიტომ ფეხბურთელების გაყიდვა არაფერში სჭირდება, მაგრამ ინგლისური გაზეთის აზრით იტალიელი ბიზნესმენი გულუხვ შეთავაზებას ვერ გაუძლებს.
„ფასი ყველას აქვს, — დარწმუნებით წერს „დეილი მეილი”, — მათ შორის კვარასაც. რაც შეეხება ისომენს, პრემიერლიგაში რომელიც გინდა იყოს მისი მომავალი კლუბი, „იუნაიტედი” თუ „ჩელსი” (ეს ორი კლუბი ნიგერიელის შეძენას ყველაზე მეტად ეშურება), მის და ჰოლანდის დაპირისპირებას უკვე მოუთმენლად ელიან”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
