დღეს „რეალი” გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” მასპინძლობს. ეს გახლავთ „ღამურების” ახალი თავკაცის ვოროს პირველი მატჩი გუნდში ვინ მოთვლის მერამდენე დაბრუნების შემდეგ. ცნობილი გახდა, რომ ვალენსიელთა ერთგულ მხსნელს კლუბმა ამჯერადაც დროებით, სეზონის ბოლომდე გაუფორმა კონტრაქტი.
„მარკა” წერს, რომ იანვარი „რეალისთვის” უხეირო თვე გამოდგა: „ვილიარეალთან” წააგო, „რეალ სოსიედადთან” ფრედ ითამაშა და ახლა ჩვეული სიმძლავრის აღდგენა უნდა.
„ვალენსია” კრიზისშია. ცუდი შედეგების გამო გასავარდნი ზონის სიახლოვეს ტრიალებს. ჯენარო გატუზო თანამდებობიდან გაათავისუფლეს. „ჩეებს” გულს ის აძლევთ, რომ სწორედ ამ იანვარში ეთამაშნენ „რეალს” ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში და მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდნენ — მანამდე ყოჩაღად იდგნენ, მნიშვნელოვანწილად მამარდაშვილის კარგი თამაშის წყალობით.
„რეალს” ჩუამენი და კარვახალი გამოუჯანმრთელდნენ. მოსალოდნელია, რომ მარცხნივ კამავინგა იქნება, თუმცა სებალოსიც კარგ ფორმაშია და შესაძლოა ანჩელოტიმ ის ათამაშოს. ტრავმის გამო მოედანზე ვერ გავლენ დავიდ ალაბა, ლუკას ვასკესი და ფერლანდ მენდი.
„ვალენსიას” ტრავმირებულები ჰყავს ტიერი კორეია, ჯასტინ კლუივერტი და ნიკო. საინტერესოა, რომ „ღამურებს” ბოლო 10 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული, მთელი სეზონის განმავლობაში კი ზედიზედ ორჯერ მეტოქე არ დაუმარცხებიათ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
