„პარი სენ-ჟერმენის“ პრესსამსახური იუწყება, რომ გუნდის დიდვარსკვლავ ნეიმარს, კუნთების დაძაბულობა დაუდგინდა და ოთხშაბათს, 1 თებერვალს, ფრანგული ლიგა 1-ის მატჩში „მონპელიეს“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს…
საინტერესოა, რომ ნეიმარი 5 თებერვალს 31 წლის ხდება. შარშან თებერვლის დასაწყისში, ბრაზილიელი ასევე „ტრავმირებული“ გახლდათ – რატომღაც დაბადების დღის წინ ყოველთვის „რაღაც“ ემართება და შემდეგ ბრაზილიაში მიფრინავს ხოლმე დღეობის აღსანიშნავად.
ეს ისტორია უკვე რამდენიმე წელიწადია გრძელდება და ჩანს, ნეი ტრადიციას არც ამჯერად უღალატებს.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
