დღე: დეკემბერი 22, 2022

Home 2022 დეკემბერი 22 (ხუთშაბათი)
პრზიდენტი 4 თებერვალს…
ჩანაწერი

პრზიდენტი 4 თებერვალს…

22 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც 2023 წლის საარჩევნო ყრილობის თარიღი დამტკიცდა. XXXIII საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს გაიმართება. სფფ-ის წევრებს, პრეზიდენტობის, აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატებისა და ყრილობის დელეგატების წარსადგენად ვადა 2023 წლის 14 იანვრამდე აქვთ. აღმასკომზე სფფ-ის კლუბების ლიცენზირების დებულებება დაამტკიცეს. განახლებულ რედაქციაში ეროვნული ლიგის 10 კლუბს მოთხოვნა მიეცა შექმნან ქალთა...

ილიას ოქრო იერუსალიმში
ჩანაწერი

ილიას ოქრო იერუსალიმში

იერუსალიმის მასტერსის დასკვნითი დღე წარმატებული გამოდგა საქართველოს დელეგაციისთვის. ოქრო და ბრინჯაო – ასეთია ჩვენი მონაგარი. ისრაელში გაშლილი ტატამის ბოლო დღის ერთ-ერთი გმირი ილია სულამანიძეა (100 კგ.), ვინც ფინალში ნიდერლანდელი სემიონ კატერინა აშკარად დაჩაგრა, მუდმივად უტევდა, რასაც ნიდერლანდელი ვერაფრით პასუხობდა და მსაჯებმა სამი გაფრთხილებით მოხსნეს. ფინალამდე სულამანიძემ უნგრელი შომბორ ვეგი, აზერბაიჯანელი ელდარ გასიმოვი, ისრაელის წარმომადგენელი პეტერ...

ვინ შეცვლის ნოიერს?
ჩანაწერი

ვინ შეცვლის ნოიერს?

მიუნხენის „ბაიერნი“ მანუელ ნოიერის შემცვლელს ეძებს. მოგეხსენებათ, გერმანიის ნაკრების მეკარემ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, შვებულების დროს, თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა და 2022-2023 წლების სეზონში ვეღარ ითამაშებს. RMC Sport-ის ცნობით, გერმანული კლუბი მის შემცვლელად კეილორ ნავასს (პსჟ), იან ზომერს („გლადბახი“) და დომინიკ ლივაკოვიჩს (ზაგრების „დინამო“) განიხილავს. ასევე, შესაძლოა, „მონაკოში“ განათხოვრებული ალეკსანდერ ნიუბელი დააბრუნონ. ყველაზე რეალური კანდიდატი...

რონალდუს და და პირველი ხელფასი
ჩანაწერი

რონალდუს და და პირველი ხელფასი

კრიშტიანუ რონალდუს უფროსმა დამ, კატია ავეირუმ, მოყვა თუ როგორ ეხმარებოდა ძმას ყმაწვილობისას. „მაშინ ჩემი უმცროსი ძმა 13 წლის იყო. დღეში 16 საათს ვმუშაობდი და კვირაში მხოლოდ ნახევარი დღე მქონდა დასვენება. პირველი ხელფასით მას სპორტული ფეხსაცმელი ვუყიდე, ძალიან უნდოდა. ფეხსაცმელში ცოტა ფულიც ჩავუდე. ცხოვრება შეიცვალა. კრიშტიანუ გაიზარდა და ადგილები გავცვალეთ. თუმცა ერთის ისტორია მეორისას არ აკნინებს“,...

1000 პესო მესის…
ჩანაწერი

1000 პესო მესის…

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გამარჯვების შემდეგ, ნაკრების კაპიტნის ლიონელ მესის გამოსახულება, შესაძლოა, არგენტინის ფულად ბანკნოტებზე განთავსდეს. არგენტინის ეროვნული ბანკის წარმომადგენლები განიხილავენ გზებს კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების ისტორიული მიღწევის აღსანიშნავად. ვარაუდობენ, რომ კაპიტნის გამოსახულება 1000 პესოს (დაახლოებით 152 ლარი) კუპიურზე დაიბეჭდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ბანკნოტის ნომინალი იწყება ლეოს სათამაშო...

დღეს ვალენსია ალკმაართან 70 წუთს ითამაშებს
ჩანაწერი

დღეს ვალენსია ალკმაართან 70 წუთს ითამაშებს

ჯენარო გატუზომ ამხანაგური თამაშები მეტად ორიგინალურად დაგეგმა. როგორც AS წერს, ვინაიდან თანამედროვე ფეხბურთში დატვირთვებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, „ვალენსიას” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ისე მოაწყოს, რომ მოსამზადებელი პერიოდის ბოლოს ყველა ფეხბურთელს მოუწიოს თამაშმა — მოგეხსენებათ, „ღამურები” ლა ლიგის პირველობას 31 დეკემბერს „ვილიარეალთან” შეხვედრით განაახლებენ. ორშაბათიდან „ვალენსია” უკვე ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმით განაგრძობს ცხოვრებას, დღეს კი გუნდი ჰოლანდიურ „ალკმაარს” შეხვდება,...

სპალეტი: ხვიჩა სერიოზული ბიჭია
ჩანაწერი

სპალეტი: ხვიჩა სერიოზული ბიჭია

„ლილთან” ამხანაგურ მატჩში 1:4 წაგების შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ტელეკომპანია „სქაისთან” კომენტარი გააკეთა. გთავაზობთ ამონარიდებს: „ახლა ჩვენ მზადების ეტაპს ვამთავრებთ. როდესაც მოედანზე გადიხარ, თუ პრესინგში ვერ ყოჩაღობ, რისკავ. დღეს ორი ისეთი გოლი გავუშვით, რომელიც არ უნდა გაგვეშვა, მაგრამ ეს ეტაპი აუცილებლად უნდა გაგვევლო. დღევანდელი შეხვედრის მიხედვით შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, ნაადრევია. ჯერ...

ნაპოლის შემაშფოთებელი მარცხი
ჩანაწერი

ნაპოლის შემაშფოთებელი მარცხი

„ნაპოლიმ” მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზე გულშემატკივარი გამარჯვებებს შეაჩვია და ამიტომ სერია A-ს ჩემპიონატის განახლების წინ ამხანაგურ შეხვედრებში ცუდ შედეგებს ხალხი ვეღარ ეგუება. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო გუშინდელი 1:4 „ლილთან”, საკუთარ კედლებში, რომელზეც „ლა გაძეტა დელო სპორტმა” ასე დაწერა: „ორმა მცდელობამ სახეირო ვერაფერი დაამტკიცა, არადა „ვილიარეალთან” 2:3 მარცხის შემდეგ „ლილთან” 1:4-ის წაგება იმას ნიშნავს, რომ „ნაპოლიმ” სეზონის...