არგენტინისა და ნიდერლანდების დრამატულ, მაგრამ უკვე ისტორიულ მატჩს, რომელშიც „ალბისელესტემ” „ორანიეს” პენალტების სერიაში მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, უსიამოვნო ეპილოგი ჰქონდა, — წერს იტალიური გაზეთი „კორიერე დელო სპორტი” და განაგრძობს:
ფეხბურთელები ტრადიციისამებრ მოედნის ცენტრში შეგროვდნენ, რათა იქიდან დაეჭირათ მხარი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც პენალტებს არტყამდნენ. არგენტინამ გაიმარჯვა, ზეიმის დროს კი ნიკოლა ოტამენდიმ უღირსი ჟესტი იკადრა. „ბენფიკას” კაპიტანმა, ვეტერანმა (34 წლის) მცველმა, ჯერ მეტოქეებს გამოაჯავრა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდა თანაგუნდელებს საერთო სიხარულის აღსანიშნავად. ეს არის საქციელი, რომელსაც დაგმობა სჭირდება, რადგან ის სპორტის ფასეულობათა წინააღმდეგაა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:46კვარა: ტოპ 5 ლიგაში მოხვედრა ძნელი წარმოსადგენი იყო
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:10ჰაკიმის სასამართლოს წინაშე წარდგომა მაინც მოუწევს
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 09:04ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
