„ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კოვერჩანოში უეფა-პროსა და უეფა A-ს დამწყები მწვრთნელებისთვის ლექცია ჩაატარა. მსმენელთა შორის იყვნენ მისი ყოფილი ფეხბურთელები დანიელე დე როსი და ალბერტო აკვილანი.
სპალეტის ლექციას აგრეთვე ესწრებოდნენ „ტორინოსა” და „რომას” ასისტენტი მწვრთნელები მატეო პარო და სალვატორე ფოტი, რომლებიც „ნაპოლის” თავკაცს მიმდინარე სეზონში უკვე დაუპირისპირდნენ. „ნაპოლიმ” „ტორინოს” შინ 3:1 მოუგო (ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა), „რომას” კი სტუმრად 1:0.
ლექციაზე სპალეტი მწვრთნელის მუშაობის სხვადასხვა ასპექტს შეეხო, მათ რიცხვში ტაქტიკას, ადამიანთა ჯგუფის მართვას და მოთამაშეებთან ურთიერთობასაც კი.
ლექციის შემდეგ „აძურის” თავკაცი ეწვია მუზეუმს, სადაც სხვა ექსპონატებთან ერთად თავმოყრილია „ნაპოლის” წარსულთან დაკავშირებული ნივთები. მათ შორის არის ლეგენდარული დიეგო მარადონას მაისურა, რომელიც არგენტინელს მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე ეცვა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
