„აღტაცებული ვარ, რომ „ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგაში უნდა ვუხელმძღვანელო. ეს საფეხბურთო ლუნა პარკს ჰგავს. მოედანზე გამოვლენ ფეხბურთელები, რომლებიც ცეცხლს ანთებენ და მაყურებელს აღაფრთოვანებენ. „ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობა 2021-22 წლების სეზონში ჩვენი კარგი გამოსვლის შედეგია. ფეხბურთლები ამ შეჯიბრებაში მონაწილეობაზე მთელი ცხოვრება ოცნებობენ. სტანდარტი ძალიან მაღალია. გამარჯვება და დამარცხება შეიძლება ერთმა დეტალმა განაპირობოს. „ლივერპულის” დონის გუნდებთან სათამაშოდ საგანგებო...
კლოპი: რამდენჯერაც ნაპოლის ვეთამაშე, იმდენჯერ ფინალში გავედი
დღეს „ნაპოლი” „ლივერპულს” მასპინძლობს და წუხელ, მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე, ინგლისური გუნდის გერმანელ მწვრთნელ იუგრგენ კლოპს ჰკითხეს, ნეაპოლი ინგლისელი გულშემატკივრებისთვის უსაფრთხო ქალაქი თუ არისო. ყველაზე დიდი რეზონანსი სწორედ ამ კითხვამ გამოიწვია. ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ფინალისტები ახალ ევროპულ სეზონს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდთან შეხვედრით იწყებენ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ინგლისელები ხვიჩასა და მის თანაგუნდელებზე მეტად ნეაპოლელ ჯიბგირებს...
ჩხუბი, პროტესტი, უარი
თურქეთის საკალათბურთო ნაკრებს ყველასთან პრეტენზია ჰქონდა – საქართველოსთან, ორგანიზატორებთან, კალათბურთელებთან, ბიზნესთან, FIBA-სთან… თურქების სია მრავალფეროვანია: უსაფრთხოება, თავდასხმა, კვება, ჩაგვრა როგორც დარბაზში, ასევე დარბაზს მიღმა. მათი თქმით, თურქეთი – საქართველოს მატჩისას მოედანზე შექმნილი კონფლიქტის გამო გაძევებულ ფურკან კორკმაზს ქართველი კალათბურთელები და დაცვის წევრები თავს დაესხნენ. ისინი ითხოვდნენ ინციდენტის ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს, სხვა შემთხვევაში კი ევრობასკეტს დატოვებდნენ და...
AS: ტიკი ტაკას ახალი მეფე
AS გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” მიმოიხილავს. გაზეთი წერს, რომ „ხეტაფესთან” 5:1-ს შესაძლოა ნაღმის აფეთქების ეფექტი ჰქონდა და მთლად ადექვატური შედეგი არ იყო, მაგრამ მას შემთხვევითობას ვერ ვუწოდებთ. ეს გამარჯვება ორთვიანი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი გახლდათ. ჯენარო გატუზოს პირველივე დღიდან არ დაუმალავს, თუ როგორი ფეხბურთის დამკვიდრება უნდა „მესტალიაზე”. გარდა ამისა, იტალიელმა სრულიად გულწრფელად აღიარა, რომ მუშაობის დაწყებიდან ორ...
ითამაშებს ოსიმენი ლივერპულთან?
„ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ „ნაპოლის” ცენტრალური თავდამსხმელი, 23 წლის ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი ყველა ღონეს იხმარს რათა ოთხშაბათს, „ლივერპულთან”, ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოედანზე იყოს, მაგრამ სადღეისო მონაცემებით მისი თამაში ეჭვქვეშაა. „კუნთის დაღლილობის” გამო ოსიმენმა ორშაბათის ვარჯიში გამოტოვა და დოქტორ კანონიკოსა და მის ბრიგადას საქმე მოუმატა. ჯერჯერობით ექიმი იმის გარანტიას, რომ თავდამსხმელი ითამაშებს, ვერ იძლევა....
იტალიელებმა გაიგეს: კვარას შეძენა ნაპოლიმდე იუვენტუსს უნდოდა
რადიო Kiss Kiss Napoli იტალიელ მსმენელს აუწყებს, რომ „ნაპოლის” ქართველი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა „იუვენტუსსაც” უნდოდა. რადიო აგენტ ჯენარო დი ნარდოს სიტყვებს ეყრდნობა, რომელიც კვარასთან დაკავშირებულ ოპერაციაში მონაწილეობდა. დი ნარდო: „ის უნივერსალური ფეხბურთელია, ადაპტაციის დიდებული უნარი აქვს. ყველაფერი კარგად მიდის. „ნაპოლიმ” ნამდვილად იყოჩაღა კვარაცხელია რომ შეიძინა. როდესაც შეამჩნიეს, ის რუსეთის ჩემპიონატში თამაშობდა, რუსეთის ლიგა კი...
კროოსი: სუპერლიგა აუცილებლად იქნება
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ადრე თუ გვიან სუპერლიგა აუცილებლად დაფუძნდება. „არ ვიცი როდის, მაგრამ სუპერლიგა აუცილებლად დაფუძნდება. იდეა ჯერაც ცოცხლობს და გარკვეული დრო დასჭირდება მის რეალიზებას. ალბათ მაშინ ფეხბურთელი უკვე აღარ ვიქნები. ახლანდელი გადასახედიდან, ეკონომიკური თვალსაზრისით, ინგლისური პრემიერლიგა ყველაზე მდიდარია. წლების განმავლობაში მათ ყველაფერი მოიგეს. მაგრამ, ღვთის მადლით, კიდევ დარჩნენ ფეხბურთელები,...
ბექათა ლელო და სიმბოლური
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში გამართული პირველი ტური საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. ისე მოხდა, რომ განსაკუთრებულად წარმაეტბული სტარტი ორ ბორჯღალოსან ბექას გამოუვიდა – „ტულონის“ მარჯვენა ბურჯმა გიგაშვილმა საუცხოოდ ჩაატარა თავისი წილი 1 საათი „ბაიონთან“ 40:25 მოგებულ შეხვედრაში და ჯილდოდ „მიდი ოლიმპიკის“ ტურის სიმბოლურის წევრობაც მიიღო; ხოლო „ლიონის“ ფლანკერმა საღინაძემ ბრივში 31:27...
კინმა არტეტას წუწუნი დაუწუნა
„მანჩესტერ იუნაიტედის” ოდინდელმა კაპიტანმა, „სქაი სპორტის” ექსპერტმა როი კინმა „არსენალის” ესპანელი მწვრთნელი მიკელ არტეტა გააკრიტიკა, წაგების ავადმყოფურმა ზიზღმა დააბრმავაო: წუხელ „იუნაიტედმა” „მეთოფეებს 3:1 მოუგო. პრემიერლიგაში მანკუნიანელთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება დებიუტანტი ანტონის ერთმა და მარკუს რეშფორდის ორმა გოლმა მოიტანა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა კარგად ითამაშა. ახლა ყველა ლაპარაკობს, რომ „ბრაიტონთან” და „ბრენტფორდთან” წაგებებით დაწყებული ჩემპიონატი ტენ...
გატუზომ, გოლი რატომ გავუშვითო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” შინ „ხეტაფეს” 5:1 გადაურბინა. ამის მიუხედავად „ღამურების” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მატჩის შემდეგ თქვა, რომ ცოტა გაბრაზებულია, რადგან მისმა გუნდმა გოლი გაუშვა, იქა-იქ პასებსაც არასწორად აწოდებდა და ბოლოს ილიაშ მორიბამ წითელი ბარათი მიიღო. „100 წუთის სათამაშოდ უნდა ვიყოთ მზად. მე ფეხბურთელობის დროს „ლივერპულთან” ისეთი ფინალი მაქვს წაგებული, რომელსაც 3:0-ს ვიგებდით. მიმაჩნია, რომ ფეხბურთს...









