ძნელია დაიძინო ღამე, როდესაც „ლივერპულს” ტრიუმფით მოუგებ 4:1-ს: ნეაპოლში ადრენალინის დონე კვლავ მაღალია, ძალიან მაღალი. ისევე როგორც ძველ კარგ დროს ხალხი ახლაც ერთმანეთს ეხუტება და თვალებს იფშვნეტს. ოდინდელი და ახალი მეგობრები, „გომორაში” (იტალიური კრიმინალური სერიალი ნეაპოლის ცხოვრებაზე) მთავარი როლის შემსრულებლები სალვატორე ესპოზიტო და მარკო დ’ამორე პაოლო კანავაროსა და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრთან ჩიკო ტროისესთან (დუბაის...
სენსაცია ვერ გადავლახეთ
ხორვატიაში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე 5-8 ადგილებისთვის საქართველოს ნაკრებს ოთხეულში ყველაზე სუსტი, საფრანგეთის ნაკრები ერგო, რომელიც მეოთხედფინალში სენსაციურად მას შემდეგ გავიდა, რაც სერბეთს სძლია. ჩვენებს ევროპირველობაზე ფრანგებისთვის ერთხელ უკვე მოეგო, მაგრამ ამჯერად ვერაფერს გახდა და 5:7 დამარცხდა. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ დაცვაში კარგად ვირჯებოდით, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ცუდი იყო შეტევა, არ ჩანდა კომბინაციები, ვერ...
ანრიმ ჰოლანდს მბაპე ამჯობინა
„არსენალის“, „ბარსელონასა“ და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ თვისტომ ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა ერლინგ ჰოლნდსა და კილიან მბაპეზე. საინტერესოა, რომ ფრანგმა ნორვეგიელს ფრანგი ამჯობინა. „მბაპეს მომენტების შექმნაც შეუძლია და დასრულებაც. ჰოლანდი მხოლოდ ასრულებს შეტევებს. მბაპეს ცენტრში, მარჯვნივ და მარცხნივ თამაში შეუძლია, ჰოლანდს მხოლოდ ცენტრში. მბაპე მეტად უნივერსალურია, ამიტომ ამ დუელში უპირატესობას მას მივანიჭებდი“, –...
ვილი ესპანეთში საქმეს შეუდგა
ამერიკული გამოცდილების შემდეგ, ვილი ისიანი უკვე ესპანეთშია. ის „კასერესს“ შეუერთდა. ქართველი კალათბურთელის მიმართ სიმპატია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გამოხატა, რომელმაც ჩვენებურს სამიანების სროლა და პარკეტზე გადაადგილება მოუწონა. ვილიმ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა და ხელი ერთ წლიან კონტრაქტსაც მოაწერა. ევროპაში კიდევ ერთი ქართველი ჩვენი კალათბურთისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია… LEB Oro-ში 18 კლუბი მონაწილეობს. პირველადგილოსანი ავტომატურად გადადის უმაღლესში,...
ნარდი პერის ეთამაშეთ
გახსოვთ ალბათ ეს ფრთიანი ფრაზა ცნობილი ქართული ფილმიდან. საქართველოს ნაკრების საქმეც ასე არის – პერის კალათბურთს ვერ უგებენ. ილიას ზუროსის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის თბილისური ჯგუფი ბოლო ადგილით დაასრულა. საშინაო არენაზე, A ჯგუფში, საქართველომ ერთი მატჩი მოიგო, 4 წააგო და ყველას – ესპანეთს, თურქეთს, ჩერნოგორიას, ბელგიასა და ბულგარეთს ჩამორჩა. ბოლოს დღის წინ რთულ სიტუაციაში ვიყავით. ჩვენი...
მამარდას სათადარიგო დაშავდა
„ვალენსიას” მეკარე ხაუმე დომენეკი დაშავდა, მან მუხლი იტკინა. 31 წლის კარის მცველმა გუშინ, უნებლიე, შემთხვევითი ინციდენტის გამო ვარჯიშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. დღეს მას საფუძვლიან სამედიცინო კვლევას ჩაუტარებენ, მაგრამ კლუბის ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ მდგომარეობა იოლი არ არის. ხაუმე „ვალენსიას” მეორე მეკარეა. „ღამურების” მთავარი გოლკიპერი ქართველი გიორგი მამარდაშვილია. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ კლუბმა გაყიდა ჰოლანდიელი ჯასპერ...
კვარადონა უცხოურ პრესაში
ჩემპიონთა ლიგაში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. ასეთ დასაწყისზე მხოლოდ თუ იოცნებებდა კაცი. „ნაპოლიმ” თვით ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშების ფინალისტ „ლივერპულს” მოუგო 4:1 და ქართველმა იმ 57 წუთის განმავლობაში, რაც მოედანზე დაჰყო, ჩინებულად ითამაშა. მისი წვლილი „აძურის” წარმატებაში დიდი იყო. „სანი”: „და კიდევ, მოედანზე იყო ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია. მან 45 წუთის განმავლობაში დატანჯა ჯო გომესი,...
ნონა შეთანხმდა!!!
ნონა გაფრინდაშვილსა და Netflix-ს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა. შეთანხმებას გაფრინდაშვილსი ადვოკატი, რუფუს-აიზეკსი ადასტურებს. გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება. მოგეხსენებათ, ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს სერიალში გახმაურებულ ფრაზას ედავებოდა, სადაც ნათქვამია, რომ ქართველ დედოფალს კაც დიდოსტატებთან არ უთამაშია, რაც სიცრუეა.
ფლეი ოფი გამუქდა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში მესამე მარცხი იწვნია და ფლეი ოფში გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ილიას ზუროსის გუნდი ბულგარეთთან 80:92 დამარცხდა. უფრო სწორად, ჩვენმა გუნდმა ვერ აჯობა 2 ბულგარელ კალათბურთელს – დე ბუსტსა (33 ქულა, 12 პასი) და ალექსანდარ ვეზენკოვს (28 ქულა, 14 მოხსნა). დე ბუსტმა 14-დან 9 სამქულიანი ჩაგვიგდო....
საქართველოს სენსაცია დარჩა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში 5:15 წააგო ხორვატიასთან და ბრძოლას 5-8 ადგილებისთვის გააგრძელებს. დეიან სტანოეივიჩის გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა შეტევაში და პირველი ტაიმის ბოლოს მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა გატანილი. მართალია, დაცვაში ცუდად არ იჯებოდნენ, მაგრამ ხორვატებმა 6 მაინც გაგვიტანეს. მეტოქემ უპირატესობა დიდი შესვენების შემდეგ განიმტკიცა და მატჩი მშვიდად მიიყვანა სოლიდურ გამარჯვებამდე. საქართველოს ნაკრების მომდევნო...









