მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, ტონი კროოსი თანაგუნდელის, კაზემიროს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას გამოეხმაურა. „მისმა გადაწყვეტილებამ გამაკვირვა. კაზემიროს რაღაც ახლის დაგემოვნება უნდოდა. ახლა ის 30 წლისაა და იცის, რომ ორ-სამ წელიწადში ასეთი შესაძლებლობა აღარ მიეცემოდა. შესაძლოა, ასეთი ავანტიურა ბოლო შანსად ჩათვალა და ამიტომაც გადადგა ეს ნაბიჯი. თავიდან არც ვიჯერებდი. როცა ყველაფერი გადაწყდა, ღამის ოთხ საათზე მივწერე ნუთუ აბანოში...
კლოპი: ნიუკასლი ასეთ წაგებას იმსახურებდა
ფაბიო კარვალიუმ „ნიუკასლის” გულშემატკივრებს გულები გაუხეთქა, 90+8-ე წუთზე გაიტანა, რის შედეგადაც „ლივერპულმა” 2:1 მოიგო და მოედნის კიდესთან სათადარიგოთა სკამებს შორის გაწევ-გამოწევა ატყდა. მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა კი თქვა, რომ „ნიუკასლი” დროის გაყვანის გამო ასეთი დასასრულის ღირსი იყო. როდესაც კარვალიუმ გამარჯვების გოლი შეაგდო, „ნიუკასლის” სკამიდან მასპინძლების სკამისკენ რაღაცების სროლა დაიწყეს. თავის მხრივ კლოპი და მისი გარემოცვა...
კვარას კონკურენტს ცენტრში თამაში ურჩევნია
„ნაპოლიმ” შინ „ლეჩესთან” 1:1 ითამაშა. ამ შეხვედრაში პარტენოპეელთა თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ მოედანზე გადასხვაფერებული შემადგენლობა გაიყვანა. ეს გასაგებიცაა, კალენდარი დატვირთულია, ნეაპოლელები უახლოეს დღეებში ჯერ რომში „ლაციოს” ხვდებიან, ხოლო შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულს” მასპინძლობენ. „ლაციოსთან” თამაში შაბათს, 3 სექტემბერს, საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე გაიმართება, „ლივერპულს” კი „ნაპოლი” შვიდში, ოთხშაბათს, 23 საათზე ხვდება. „ლეჩესთან” ხვიჩა...


