თვე: სექტემბერი 2022

Home 2022 სექტემბერი
საქართველომ მოგება თურქეთთან გაიხსენა
ჩანაწერი

საქართველომ მოგება თურქეთთან გაიხსენა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მატჩი ჩატარა და შინაურ კედლებში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ილიას ზუროსის გუნდმა დამატებით დროში თურქეთის ნაკრებს 88:83 მოუგო. მატჩის დასაწყისი თურქების იყო. სტუმრებმა პირველი მეოთხედი მოიგეს (25:19) და მეორე მეოთხედში 10 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმც სწორედ აქ ათამაშდა საქართველო და თურქებს 14:0 გაექცა. შედეგად ჩვენებმა ტაიმი მოიგეს – 36:33. საქართველო 6-8 ქულით...

წივწივაძის მსოფლიო
ჩანაწერი

წივწივაძის მსოფლიო

უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდანრე 18 და 23-წლამდელ ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონაზე, 18-წლამდელებს შორის ერთადგილიანი კანოეთი 500 მეტრიან დისტანციაზე რუსთაველმა ალექსანდრე წივიწივაძემ პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიგო. ფინალურ რბოლში ქართველი სპორტსმენი თავიდან ორ მეტოქეს ჩამორჩა, მაგრამ ბოლო, ასმეტრიან მონაკვეთზე სისწრაფეს უმატა და ორივე უკან მოიტოვა.

ისტორია წყალში დაიწერა
ჩანაწერი

ისტორია წყალში დაიწერა

ისტორია დაწერილია – საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები პირველი გუნდია, რომელიც გუნდურ სახეობებში ევროპის 8 საუკეთესო გუნდში მოხვდა. ამბავი ხორვატიის ქალაქ სპლიტში მოხდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში გასასვლელი ფლეი-ოფის მატჩი ნიდერლანდებს 12:8 მოუგო. არადა, თამაში ცუდად დავიწყეთ და 1:3 ჩამოვრჩით, მაგრამ გუნდმა მშვიდად გააგრძელა გზა დასახული მიზნისკენ. ჯერ კიდევ პირველივე მეოთხედში სხვაობა შევამცირეთ, მეორე მეოთხედი კი, ერთი...

ლოჩოშვილის პირველი ქულა
ჩანაწერი

ლოჩოშვილის პირველი ქულა

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში პირველი ქულა მოიპოვა: 0:0 ასე დასრულდა კრემონელთა საშინაო შეხვედრა „სასუოლოსთან”. საინტერესოა, რომ ეს იყო ამ ორი გუნდის პირველი დაპირისპირება იტალიური ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში. თამაში დაძაბული გამოვიდა. მშვიდ მონაკვეთებს სახიფათო მომენტები ენაცვლებოდა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში გოლიც გაიტანეს, მაგრამ VAR-მა საკმაოდ უგვანო ჩანაწერით აღმოაჩინა, რომ გოლის ავტორი სირილ დესერსი თამაშგარე...

სარი: ნეხვი ნეხვია
ჩანაწერი

სარი: ნეხვი ნეხვია

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან” 1:2 დამარცხების შემდეგ „ლაციოს” მწვრთნელი მაურიციო სარი მსაჯებზე იყო გაბრაზებული. მთავარ არბიტრ სიმონე სოძას მან თავს რისხვა დაატეხა. „ბიანკოჩელესტის” ანუ თეთრ-ცისფერების თავკაცმა „სქაი სპორტთა” საუბარში თქვა: „კონტაქტი მარიო რუისა და ლაძარის შორის? მგონი ამ ეპიზოდს კომენტარი არც სჭირდება. ის კი არა, „ნაპოლის” პირველი გოლიც (ფოტოზე) არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან კიმმა ლუის ალბერტოს...

და ისევ კვარაცხელია!
ჩანაწერი

და ისევ კვარაცხელია!

და ისევ კვარაცხელია! – წერს „ლა გაძეტა დელო სპორტი”. მაღალი დონის მეორე ტაიმმა, რომლის გვირგვინიც ქართველის გოლი იყო — მეოთხე მიმდინარე სეზონში — „სტადიო ოლიმპიკოზე” „ნაპოლის” „ლაციო” გასული სეზონის მსგავსად 2:1 დაამარცხებინა. ამრიგად გუნდმა „ლეჩესთან” ფრის გამო დარჩენილი უკმაყოფილების გრძნობა უკან მოიტოვა. და ისევ დაიწყეს იტალიელებმა კვარაცხელიას ლორენცო ინსინიესთან შედარება. „ლორენცოს გუნდთან ერთად ეხერხებოდა დრიბლინგი,...

ესპანეთს ვეღარ მოვერიეთ
ჩანაწერი

ესპანეთს ვეღარ მოვერიეთ

თბილისში მიმდინარე ევროპირველობის A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა მეორე მარცხი იწვნია. ილიას ზუროსის გუნდმა ამჯერად ესპანეთთან წააგო – 64:90. თანაბარი მხოლოდ პირველი მეოთხედი გამოდგა, რომელიც ჩვენებმა 2 ქულით დათმეს. მას შემდეგ მოყოლებული, სერჯიო სკარიოლის გუნდი მეთოდურად ზრდიდა უპირატესობას და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია. ჩვენებმა კი, დღეს ვერც შეტევაში ივარგეს და ვერც დაცვაში, აქედან გამომდინარე, 26-ქულიანი...

თედოს გარდასახვის ამარა
ჩანაწერი

თედოს გარდასახვის ამარა

პრო დ2-ის მეორე ტურის შემდეგ ლიგას ერთობ მოულოდნელი ლიდერი ჰყავს: „რუანმა“ „კოლომიეს“ 22:10 მოუგო და 8 ქულით ცხრილის მწვერვალზე დადგა. ამდენივე ქულა, ოღონდ უარესი დამატებითი მაჩვენებლებით, „გრენობლსაც“ აქვს, რომელმაც „აჟენს“ სტუმრად 16:11 მოუგო და ამ გამარჯვებაში 52-წუთიანი დომინანტური თამაშით წვლილი ზურა ჟვანიამაც შეიტანა. მესამე-მეოთხე ადგილებზე 6-6 ქულით „ოიონაქსი“ და „მონ-დე-მარსანი“ დაფუძნდნენ. პირველმა დიდი ანგარიშით –...

იუნაიტედის ახალწვეული: თამაშის დღეს ლუკმა ვერ ჩავიდე
ჩანაწერი

იუნაიტედის ახალწვეული: თამაშის დღეს ლუკმა ვერ ჩავიდე

„მანჩესტერ იუნაიტედს” ახალი ფეხბურთელი ჰყავს, ანტონი, რომელიც „ოლდ ტრეფორდზე” „აიაქსიდან” გადავიდა, ისე კი „სან პაულუს” აღზრდილია. მანკუნიანელებმა მასში 85,5 მილიონი გირვანქა გადაიხადეს. ის 22 წლის გარემარბია და ახალ გუნდში თავისი პირველი შეხვედრისთვის ემზადება. ანტონი საინტერესო ადამიანია. ჯერ ოცისაც არ იყო წიგნი რომ გამოაქვეყნა, სადაც „სან პაულუს” საყმაწვილო სისტემაში თავს გადახდენილი სირთულეები აღწერა. იმხანად ქალაქის იმ...

ლაციოსთან თამაშის წინ
ჩანაწერი

ლაციოსთან თამაშის წინ

„ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ბოლო პრეს-კონფერენციაზე „ლაციოსთან” დღევანდელი მატჩის შესახებ ილაპარაკა. „ჩვენც როგორც წესი 4-3-3 განლაგებით ვთამაშობთ, მაგრამ ეს სისტემა ხშირად იცვლება, რადგან სხვადასხვა მეტოქე სხვადასხვა სივრცეებს ათავისუფლებს და ჩემი ფეხბურთელები იძულებულები არიან მრავალი სცენარისთვის იყვნენ მზად. მაურიციო სარის ფეხბურთი გასაგებია. „ლაციო” მოწინააღმდეგეზე მუდმივ, ინტენსიურ ზეწოლას ახორციელებს, რის გამოც უკან სივრცეები რჩება. ეს ჩვენი შანსია,...