სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლიმ” „მონცას” 4:0 მოუგო. შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ნეაპოლელთა ნიგერიელი ცენტრ-ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი იყო. მან ოთხიდან ერთი გოლი შეაგდო.
მატჩის დამთავრების შემდეგ ოსიმ Dazn-ის კორესპონდენტს უთხრა:
„ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ. პირველიდან ბოლო წუთამდე უპირატესობა ჩვენს ხელთ იყო. ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით”.
კვარაცხელიას შესახებ
მიუხედავად იმისა, რომ ის ბრწყინვალე მოთამაშეა ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ურთიერთგაგება კიდევ უფრო ავიმაღლოთ. ის გამარჯვებაში დაგვეხმარება.
მოედნიდან გასვლის შემდეგ რეაქციის შესახებ
„შეცვლა არაფერ შუაშია. მთავარია გუნდის მოტივაცია მაშინაც კი, როდესაც მე მოედანს დავტოვებ”.
სეზონის შესახებ
„ყველანი, ძირითადის ფეხბურთელებიც და სათადარიგოებიც ყველაფერს გავიღებთ და დასახულ მიზანს მივაღწევთ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
