გასული სეზონის მეორე ნახევარში, გვინეის ნაკრების 19 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ილიაშ მორიბა „ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი იყო, თუმცა ის გერმანულ „ლაფციგს” ეკუთვნოდა. ახლა მორიბა როგორც ჩანს „აიაქსში” გადადის და თუ ეს ტრანსფერი განხორციელდება, მაშინ რაღაც თანხა… „ბარსელონასაც” ერგება.
ასეთი დახლართული გახლავთ ფეხბურთელთა თანამედროვე ბაზარი. გვინეელი დედისა და ლიბერიელი მამის ვაჟი პროფესიონალად ესპანეთში ჩამოყალიბდა. თავიდან „ბარსელონას” ეკუთვნოდა, მერე „ბარსამ” „ლაიფციგში” გაყიდა, თუმცა იქ თავი დიდად ვერ გამოიჩინა და გერმანელებმა იჯარით „ვალენსიაში” გაუშვეს.
„ღამურების” ფინანსური მდგომარეობა მოგეხსენებათ მაინცდამაინც სახარბიელო არ არის, ამიტომ მამარდაშვილის კლუბმა მორიბას „ლაიფციგიდან” გამოსყიდვაზე უარი თქვა, თუმცა „მუნდო დეპორტივო” აცხადებს, რომ მისი შეძენა „აიაქსს” უნდა. ამსტერდამის კლუბმა რაიან გრავენბერხი „ბაიერნში” გაყიდა და ახლა მის შემცვლელს ეძებს.
კითხვაზე, თუ საიდან გაახსენდა „აიაქსს” მორიბა, პასუხი მარტივია. ჰოლანდიის ჩემპიონის ახალი მწვრთნელი გახლავთ ალფრედ შროიდერი, რომელიც 2020-21 წლებში „ბარსელონაში” რონალდ კუმანის ასისტენტი იყო და გვინეელი გუნდში ჰყავდა.
თუ „ლაიფციგსა” და „აიაქსს” შორის ხელშეკრულება, რომელიც 22 მილიონ ევროდ უნდა შეფასდეს დაიდება, მაშინ 2,2 მილიონი „ბარსელონასაც” ერგება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
