Breaking News

Day: June 3, 2022

და ჯაბა?

აგერ ჯანო ანანიძეც გავაცილეთ ნაკრებიდან. წესის და რიგისამებრ. მოედანზე გასვლით, სიმბოლური საჩუქრებით და ცხადია, გულშემატკივრის ტაშით. და რა უცნაურია, რომ სიმბოლური საჩუქარი და გასაცილებელი ტაში არ რგებია ჯაბა კანკავას. ფეხბურთელს, რომელსაც 17 წელი ემოსა მთავარი გუნდის მაისურა. 100-ჯერ გავიდა ამ მაისურით მოედანზე და მათგან 62 მატჩში კაპიტნის სამკლავურიც ეკეთა. ჯაბა კანკავა ამ სიმბოლური გაცილების გარეშეც…

Read more

ნიგერიელი კაცი ლევანდოვსკის შემცვლელად

ჩანს, მიუნხენის „ბაიერნმა“ რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელი იტალიაში, კერძოდ ნეაპოლში იპოვა – 23 წლის ნიგერიელი ვიკტორ ოსიმხენი. მას შემდეგ რაც ლევანდოვსკიმ კლუბიდან წასვლის შესახებ მკვახე განცხადებები გააკეთა, ბავარიელები დაფაცურდნენ და ცენტრფორვარდის ძებნა დაიწყეს. ოსიმხენს „ნაპოლი“ 100 მილიონ ევროს აფასებს. კლუბთან კონტრაქტი მას 2025 წლამდე აქვს, წინა სეზონის 32 მატჩში კი 18 გოლი გაიტანა და 6 საგოლე…

Read more

სუფთა ფურცელი

ერთა ლიგის მესამე გათამაშება საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყო – ახალი ფორმა, ახალი სლოგანი – „მე ვარ საქართველო“, ახალი ჰიმნი. ფილოსოფიის მიხედვით, ახლებური აზროვნება. მოკლედ, მენტალური რევოლუციის ზღვარზე ვართ, რაც იდეაში ცუდი არ უნდა იყოს. გიბრალტართან მატჩში, ცხადია, ჩვენიანების რეალურ ძალას ვერ ვიხილავდით. ვილი სანიოლს რამდენიმე ამოცანა ჰქონდა გადასაწყვეტი: მოგება, თანაც სასურველი იყო, დიდი…

Read more

აქ, სალაპარაკო არაფერია: საქართველოს უნდა მოვუგოთ!

„ერთა ლიგის” C დონის მე-4 ჯგუფის შეხვედრაში ბულგარეთის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და ვერ მოუგო — 1:1. შეგახსენებთ, რომ ეს საქართველოს ნაკრების ჯგუფია. ვილი სანიოლის გუნდს 5 ივნისს სწორედ ბულგარელებთან უწევს სტუმრობა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრის შემდეგ ბულგარელების 53 წლის მწვრთნელმა იასენ პეტროვმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. გთავაზობთ მის კომენტარს ორი გამოცემის, 24 Часа-ს და 7 sport-ის ვერსიით….

Read more

მაკედონიელთა მწვრთნელისთვის მეორე ტაიმი სრულყოფილი იყო

საქართველოს ნაკრების თანაჯგუფელებმა, ბულგარეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებმა 1:1 ითამაშეს. ეს გახლდათ ერთა ლიგის C დონის მე-4 ჯგუფის შეხვედრა. „ლომებმა” — ასე ეძახიან ბულგარელები თავიანთ საფეხბურთო ნაკრებს — რაზგრადის „ჰუვეფარმა არენაზე” ანგარიში  მე-13 წუთზევე გახსნეს, მაგრამ მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე სტუმრებმა გაათანაბრეს. გთავაზობთ, ბულგარული „7 სპორტის” დანახულ თამაშს: „შეხვედრის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა ხელსაყრელი მომენტი შექმნა…

Read more