თვე: აპრილი 2022

Home 2022 აპრილი
როგორ გაიყიდება ხვიჩა ?
ჩანაწერი

როგორ გაიყიდება ხვიჩა ?

ხვიჩა კვარაცხელიამ „ბათუმის“ მაისურით პირველი მატჩი უკვე ჩაატარა. ხოლო კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა ფრიად საინტერესო რამ თქვა – ხვიჩა კვარაცხელიამ რუსულ „რუბინთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ჩვენთან ორწლიანი გააფორმაო. თავისთავად, ამბავი საინტერესოა, რადგანაც აქამდე „რუბინთან“ მხოლოდ კონტრაქტის შეჩერებაზე იყო ცნობა, ახლა კი… დვალიშვილის სიტყვების მერე რუსული კლუბის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ „რუბინმა“ ხვიჩასთან კონტრაქტი გაწყვიტა, ზედ...

ბითაძე სტატისტიკას იუმჯობესებს
ჩანაწერი

ბითაძე სტატისტიკას იუმჯობესებს

კიდევ ოთხი მატჩი და გოგა ბითაძისთვის NBA-ს სეზონი დასრულდება. მისი „ინდიანა“ ფლეი ოფში რომ ვერ ითამაშებს, ისეც ნათელია. ახლა გოგა იმ სტატისტიკა იუმჯობესებს, მცირე სათამაშო დროის მიცემით რომ ჰქონდა არეული. „ინდიანამ“ ამჯერად სტუმრად ბოსტონთან წააგო – 123:128. ეს „პეისერსის“ ზედიზედ მეექვსე მარცხია. ბითაძე კი, კვლავაც „ინდიანას“ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და პარკეტზე 31.49 წუთი გაატარა. 22...

განას ურუგვაიზე შურისძიება შეუძლია
ჩანაწერი

განას ურუგვაიზე შურისძიება შეუძლია

ლუის სუარესი რასაკვირველია დიდი თავდამსხმელია, მაგრამ რაინდი რომ არ არის, ფაქტია. რაც მას, თამაშის ეშხში შესულსა და გამარჯვების ჟინით შეპყრობილს მოწინააღმდეგეები ჰყავს დაკბენილი… „ამიერიდან ღმერთის ხელი მე მეკუთვნის“, — სიამაყით თქვა სუარესმა 2010 წელს, როდესაც განელთა დარტყმული ბურთი მეკარესავით მოიგერია. შემდეგ კი თავად განამ ვერ ივარგა, პენალტი ვერ გაიტანა და ურუგვაი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა....

როგორ უნდა გახდეს ინგლისი მსოფლიოს ჩემპიონი
ჩანაწერი

როგორ უნდა გახდეს ინგლისი მსოფლიოს ჩემპიონი

ინგლისის ნაკრები ერთხელ იყო მსოფლიოს ჩემპიონი, 1966 წელს. მას მერე ინგლისელებს სულ ტიტულის პრეტენზია აქვთ, მაგრამ ვერა და ვერ აღწევენ მიზანს. ახლაც, დოჰაში ჩატარებულმა ყატარი 2022-ის წილისყრამ გაარკვია, რომ შედარებით იოლი ჯგუფური ეტაპის მერე გარეთ საუთგეიტის გუნდს შეიძლება საფრანგეთი, არგენტინა და ბრაზილია შეხვდეს. ბედმა ინგლისი B ჯგუფში განაწესა. აქ მის გარდა არიან აშშ, ირანი და...

ყატარი ნაყარია!
ჩანაწერი

ყატარი ნაყარია!

ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაირკვა თუ როგორ დალაგდნენ გუნდები ჯგუფებში. 32 ნაკრები რვა ჯგუფში გადანაწილდა. იყო შეზღუდვები: რეგლამენტის თანახმად ერთი კონფედერაციიდან ჯგუფში ორი გუნდი ვერ მოხვდებოდა; თუმცა, ეს არ ეხებოდა ევროპის ქვეყნებს, რადგან მათი რაოდენობა ჯგუფების რაოდენობაზე მეტი იყო. აქედან გამომდინარე, მინიმუმ ხუთ ჯგუფში ორი ევროპული ნაკრები გადაიკვეთებოდა. საბოლოოდ, გუნდები ასე დალაგდნენ კატარში წამსვლელი სამი გუნდის...

ყველანი ერთ ქვაბში ჩაყარეს!
ჩანაწერი

ყველანი ერთ ქვაბში ჩაყარეს!

რონალდ დე ბურმა ლამის ტელესკანდალი მოაწყო ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ეს დღეებია, ყატარში ფიფას კონგრესი მიმდინარეობს, ხოლო 1 აპრილს მონდიალის წილისყრაა. ნიდერლანდების ნაკრების, „აიაქსის“, „ბარსელონასა“ და „გლაზგო რეინჯერსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ყატარში ადამიანების უფლებების დაცვის ფეხებზე დაკიდებაზე ისაუბრა… უფრო სწორად, იყვირა. ცნობილია, რომ ყატარში სტადიონების მშენებლობას 6500 მუშა-მიგრანტი შეეწირა. „მათ ყველა ეს ადამიანი...

ტირილი მინდება…
ჩანაწერი

ტირილი მინდება…

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ იტალიის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრამ გააწბილა. ინფანტინო შვეიცარიაშია დაბადებული, თუმც სახელ-გვარითაც ეტყობა, ფესვები საიდანაც აქვს. ამიტომაც, ბუნებრივია, ეწყინებოდა… „ტირილი მომინდა. ცუდი დროა ყველა იტალიელისთვის. ნაკრები მეორე მსოფლიო ჩემპიონატს ტოვებს. მახოვს ჩემი ბავშვობის ემოციები 1978 და 1982 წლის მსოფლიოდან. მაშინ დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, ფეხბურთი უფრო მეტად შემიყვარდა. ახლა კი მეცოდებიან იტალიელი...

უკრაინელის ცეცხლს ნორვეგიელმა ნავთი დაასხა
ჩანაწერი

უკრაინელის ცეცხლს ნორვეგიელმა ნავთი დაასხა

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანდრიი პავლენკო დოჰაში მიმდინარე ფიფას კონგრესს კიევიდან ჩაერთო. მას ჯავშანჟილეტი ეცვა. პავლენკოს სიტყვაში დანთებულ ცეცხლს ნავთი ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ლისე კლავენესმა დაასხა. ის არც მასპინძლების კრიტიკას მოერიდა, ფიფასაც კარგად გაჰკრა კბილი და რუსეთის უკრაინაში შეჭრასაც შეეხო. რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დარბაზში ისხდნენ და ყველაზე დიდი დისკომფორტი, სავარაუდოდ, პავლენკოს სიტყვის მოსმენისას...

ინგლისის ნაკრების შიში და პრეტენზიები
ჩანაწერი

ინგლისის ნაკრების შიში და პრეტენზიები

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ყატარში სასტუმრო შეარჩია. დოჰადან 15 კილომეტრში, მეთევზეთა დასახლება ალ ვაკრაში მდებარე ამავე სახელწოდების ოტელი ისევე, როგორც ინგლისელთა წინა ორი სასტუმრო — 2014 და 2018 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე — აღჭურვილია ავტოსიმულატორით, ფლეისთეიშენით, მაგიდის ჩოგბურთით, აუზითა და დართსით. თუმცა, ინგლისელებს, როგორც ყოველთვის, აქვთ პრობლემაც. ჩვეულებრივ, მონდიალებზე, თამაშის წინა დღეს გუნდები მიემგზავრებიან იმ...