ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაირკვა თუ როგორ დალაგდნენ გუნდები ჯგუფებში. 32 ნაკრები რვა ჯგუფში გადანაწილდა. იყო შეზღუდვები: რეგლამენტის თანახმად ერთი კონფედერაციიდან ჯგუფში ორი გუნდი ვერ მოხვდებოდა; თუმცა, ეს არ ეხებოდა ევროპის ქვეყნებს, რადგან მათი რაოდენობა ჯგუფების რაოდენობაზე მეტი იყო. აქედან გამომდინარე, მინიმუმ ხუთ ჯგუფში ორი ევროპული ნაკრები გადაიკვეთებოდა.
საბოლოოდ, გუნდები ასე დალაგდნენ

კატარში წამსვლელი სამი გუნდის ვინაობა ზაფხულში გაირკვევა: ივნისში უელსის ნაკრები უკრაინა-შოტლანდიას შორის უმჯობესს ელოდება; სამხრეთ ამერიკისა და აზიის ფლეი ოფში არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და ავსტრალიის ნაკრებები პერუსთან შესახვედრად იბრძოლებენ; მესამე საგზური კონკაკაფისა და ოკეანეთის გამარჯვებულს შეხვდება – კოსტა რიკა-ახალი ზელანდია.
მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. პირველად, ზამთარში…
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
