გახსოვთ შკოდრიან მუსტაფი? გერმანიის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა 2014 წელს, „არსენალსა“ და „ვალენსიაში“ თამაშობდა, ახლა კი „ლევანტეშია“.
მუსტაფი გაძარცვეს, უცნობი პირები შეიჭრნენ მის სახლში, რომელიც ვალენსიის გარეუბანში მდებარეობს.
უცნობები გოლფის მოედნიდან გადაძვრნენ და დაახლოებით მილიონი ევროს ნივთები წაიღეს. ძვირფასეულობა, ფული და სხვადასხვა…
მუსტაფი სახლში ყოფილა და ვერ გაიგო, რადგან მეორე სართულზე გახლდათ, ეს ავლადიდება კი პირველ სართულზე ყოფილა. „ამ ინციდენტზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან გამოძიება დაიწყო. ახლა შედარებით წესრიგში ვარ, თავიდან კი დიდი შოკი მივიღე“.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
