Breaking News

Day: March 14, 2022

No image

თქვენ ნაღდი თოვლი გინახავთ?

საქართველოს ჩემპიონატის მატჩი, „დინამო“ – „დილა“ გადაიდო. გადაიდო იმიტომ, რომ თბილისში მოთოვა. მოთოვა. თბილისში. ქალაქში, სადაც ათწლეულებია, თოვლმა მაქსიმუმ საღამოს ხის ტოტები დაფაროს სულ რამდენიმე სანტიმეტრით და დილას ეგეც გამდნარი დაგხვდება. თბილისში, სადაც ბავშვებმა ციგა რა არის, არ იციან. მიწაზე როდის ნახეთ ბოლოს ის, რასაც მართლა თოვლი ჰქვია?! თბილისში თოვლმა ფეხბურთი როგორ უნდა ჩაშალოს? ჭყაპში…

Read more

ციდან ჩამოვარდნილი საჩუქარი

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა გუნდის გაბონელ ახალწვეულს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს ციდან ჩამოვარდნილი საჩუქარი უწოდა. „ობამეიანგი ციდან ჩამოვარდნილი საჩუქარივით დაგვეცა თავზე. საქმე არა მხოლოდ მის გოლებშია. მნიშვნელოვანია მისი პროფესიონალიზმი. როგორ ვარჯიშობს, როგორი დამოკიდებულება აქვს კლუბისა და პარტნიორების მიმართ. ყველასათვის მისაბაძი მოთამაშეა“, – ამბობს ჩავი. ობამეიანგი „ბარსელონას“ წლეულს თებერვლის დასაწყისში შეუერთდა. დღემდე მან კატალონიურ კლუბში 6 მატჩი…

Read more

გაბედეთ, წადით!

დღეები გადის, მაგრამ ქართველი ფეხბურთელები რუსეთში რჩებიან. რომ დავაკონკრეტოთ, „ურალიდან“ წავიდნენ ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე, 18 წლის ბიჭები. რუსულ პრემიერლიგაში რჩებიან ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ჯიმი ტაბიძე და გია გრიგალავა. გვესმის, 30 ივნისამდე შეუძლიათ რუსულ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა და მერე უკან უნდა დაბრუნდნენ, ანუ არსებობს იმის რისკი, რომ დაბრუნების შემდეგ ცუდი თვალით შეხედავენ და…

Read more

გოლი საელჩოდან

ანდრეი შევჩენკომ რუსეთ-უკრაინის 1999 წელს გამართული მატჩი გაიხსენა, როცა 88-ე წუთზე გაიტანა გოლი, ანგარიში გაათანაბრა და შესარჩევი ჯგუფიდან გაიყვანა თავისიანები. აქვე გთავაზობთ იმ ეპიზოდის ვიდეოს, რომელშიც რუსი კომენტატორის გასაცოდავებული ხმაც კარგ ისმის. მაშინ შევჩენკომ საჯარიმო დაარტყა, რუსების მეკარე ალექსანდრ ფილიმომოვს  ლაფსუსი მოუვიდა და საკუთარ კარში შეიტანა ბურთი – 1:1. ფრე კი უკრაინელებისა იყო. „პირველი მატჩი…

Read more

მეფე გამეფდა

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერი და მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთი ლეგენდა ლებრონ ჯეიმსი პირველი კალათბურთელი გახდა, ვისაც მინიმუმ 30 000 ქულა, 10 000 მოხსნა და 10 000 შედეგიანი პასი აქვს გაფორმებული. „წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვთქვა. მახსენდება ოცნებები, რომ NBA-ში მეასპარეზა და ახლა ერთადერთი ვარ, ვინც ამ სტატისტიკურ კატეგორიაში იმყოფება. მომხდარს ჯერ ბოლომდე ვერ ვააანალიზებ“, –…

Read more

დურო: ქაღალდის სახლიდან დენვერი მიყვარს

გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი, „ვალენსიას” 22 წლის თავდამსხმელი უგო დურო ნიჭიერი ფეხბურთელია. ის მადრიდელია, „ხეტაფეს” სკოლის აღზრდილი, თუმცა შემდეგ იჯარით „რეალში” გადავიდა, სადაც B გუნდში 19 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა, ხოლო დიდ გუნდში სულ ორჯერ შედგა მოედანზე ფეხი. მოედანს მიღმა კი დურო ჩვეულებრივი ახალგაზრდაა, რომელიც თამაშობს FIFA-ს, ფიქრობს გართობაზე და… თუმცა, ჯობს თავად თქვას: — ბავშვობაში…

Read more

ინგლისური ფეხბურთის შავ-ბნელი დღე

ეს იყო ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე შავ-ბნელი დღე: ერთმანეთს ხვდებოდნენ სისხლიანი ფულით დაფინანსებული გუნდები, რომელთა თამაშს საუნდტრეკად გასდევდა ღლიცინი და ხუმრობა ფანებისა, რომელთაც ხარკოვის, მარიუპოლისა და რიადის ენით აუწერელი საშინელებები არაფრად უღირდათ. თუკი ვინმეს უნდა შევახსენოთ, საიდან ფინანსდება პრემიერლიგის ბოლოხანს წამოჩიტული კლუბი, „ნიუკასლ იუნაიტედი“, შორს წასვლა არ დაგვჭირდება — სააგენტოებმა ახლა შაბათს გაავრცელეს ინფორმაცია,…

Read more