ეს იყო ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე შავ-ბნელი დღე: ერთმანეთს ხვდებოდნენ სისხლიანი ფულით დაფინანსებული გუნდები, რომელთა თამაშს საუნდტრეკად გასდევდა ღლიცინი და ხუმრობა ფანებისა, რომელთაც ხარკოვის, მარიუპოლისა და რიადის ენით აუწერელი საშინელებები არაფრად უღირდათ. თუკი ვინმეს უნდა შევახსენოთ, საიდან ფინანსდება პრემიერლიგის ბოლოხანს წამოჩიტული კლუბი, „ნიუკასლ იუნაიტედი“, შორს წასვლა არ დაგვჭირდება — სააგენტოებმა ახლა შაბათს გაავრცელეს ინფორმაცია,...
ჭდე: ამანდა სტეივლი
პრემიერლიგაში აღშფოთდნენ
„ნიუკასლ იუნაიტედი“ საუდელმა მეპატრონემ იყიდა და… გარიგების ოფიციალური დამტკიცებიდან 24 საათში პრემიერლიგაში ხმაური ატყდა. როგორც ეტყობა, ყველაზე მეტად „ტოტენჰემის“ თავმჯდომარე დენიელ ლევი აქტიურობდა. მას არ უნდოდა „კაჭკაჭებს“ „ჩაქცეული“ სპონსორი რომ ეშოვნათ. ცნობილი გახდა აგრეთვე, რომ ნიუკასლელთა მყიდველის, საუდის არაბეთის სახალხო საინვესტიციო ფონდის ინგლისურ ბაზარზე გამოჩენა „ტოტენჰემზე“ ნაკლებად არც „ლივერპულს“, „მანჩესტერ იუნაიტედს“ და „არსენალს“ აღიზიანებდა. საუდელი...
ნიუკასლს მანჩესტერობა და პარიზობა მოუნდა
„ნიუკასლ იუნაიტედის“ ახალმა პატრონებმა თქვეს, რომ მათ მიზნად „კაჭკაჭების“ კლუბად გადაქცევა აქვთ დასახული. „იუნაიტედის“ 305 მილიონ ფუნტად ყიდვის შემდეგ, ისინი „მანჩესტერ სიტისა“ და „პარი სენ ჟერმენს“ ეტოლებიან. „ნიუკასლის“ თანამფლობელმა ამანდა სტეივლიმ „დეილი მეილს“ ინტერვიუ თავის სასტუმროში მისცა. სტეივლიმ ამბიციურ გეგმებზე ილაპარაკა. ამ გეგმებს კი ზურგს საუდის არაბეთის სახალხო საინვესტიციო ფონდის 700 მილიარდი უმაგრებს. იშოვეს რა...
გავლენიანი, მდიდარი ქალები და კაჭკაჭები
ამ „ნიუკასლ იუნაიტედს” ხელმძღვანელ ქალებზე სჭირს რაღაც გაგიჟება. აურის ამბავი უნდა იყოს. ეტყობა ყოფილი „სუსტი სქესის” წარმომადგენლებს იზიდავს. სულ ცოტა ხნის წინ კლუბის ყიდვას საუდელი კრონპრინცი მოჰამედ ბინ სალმანი აპირებდა, რომელსაც წინ ინგლისელი ბიზნესვუმენი ამანდა სტეივლი ჰყავდა აფარებული. და აი, ამ ამბიდან ორი თვეც არ არის გასული, რომ ჰორიზონტზე კვლავ ქალბატონი გამოჩნდა — კანადელი ევანჯელინ...
კაჭკაჭების ყიდვა ჩაიშალა
ცრემლებამდე მისული ამანდა სტეივლი ბრალს პრემიერლიგის კლუბებს სდებს. სტეივლიმ, საუდის არაბეთის სახალხო საინვესტიციო ფონდმა და ძმებმა რიუბენებმა „ნიუკასლ იუნაიტედის” ყიდვაზე ხელი აიღეს. ისინი 300 მილიონ გირვანქას იხდიდნენ. მიზეზი: დაზუსტებით ცნობილი არ არის, მაგრამ ამბობენ, რომ „კაჭკაჭების” ლამის უკვე მარადიულმა და გულშემატკივართა საძულველმა პრეზიდენტმა მაიკ ეშლიმ ბოლოწამს მეტი ფული მოინდომა. ამანდა სტეივლი კი „ლივერპულსა” და „ტოტენჰემსაც”...
მილიარდერები და ლაბორატორიის ვირთხები
„ნიუკასლ იუნაიტედის” 300 მილიონიანი ყიდვა-გაყიდვა დამტკიცდა. პრემიერლიგამ მყიდველი მხარე შეისწავლა და მწვანე აანთო. ამიერიდან, „კაჭკაჭებს” ფლობს კონსორციუმი, რომელსაც ინგლისელი ბიზნესლედი ამანდა სტეივლი წარმოადგენს, მაგრამ რეალურად საუდელებისაა. „ნიუკასლის” გაყიდვის საკითხი აქამდეც უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ პრემიერლიგის შეფები covid 19-თ გამოწვეულ საფეხბურთო პრობლემებს აგვარებდნენ და დაყოვნდნენ. ერთი ფაქტია: მიზეზი, რომლის გამოც გარიგება შეიძლებოდა ჩაშლილიყო, ვერ მოიძებნა. ერთადერთი რაც...





