… ეს მარიო ბალოტელის უთქვამს. ამბავი „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა მცველმა ნადემ ონუოჰამ მოჰყვა და იტალიელმა ფორვარდმაც დაადასტურა.
ონუოჰა: „ჩვენ სულ ნახევარი წელიწადი ვითამაშეთ ერთად, მაგრამ საკმარისი იყო იმის გასაგებად, თუ როგორი ტიპი იყო ბალოტელი. ბაზაზე ვიყავით და მესი-რონალდუს შედარება მიმდინარეობდა, ვკამათობდით. მარიო შემოვიდა და თქვა, რომ არცერთზე ნაკლებად არ თამაშობს. ოთახში ყველანი გავჩუმდით და შევხედეთ, მას კი სახე არ შეუცვლია, სრული სერიოზულობით თქვა. ბალოტელი მართლაც გამოირჩეოდა, მაგრამ არც იმდენად, როგორც იწერებოდა“.
ონუოჰამ თქვა, რომ ერთი თვის წინ ესაუბრა ბალოტელის და გაუკვირდა, რომ ადამიანი ასე შეიცვალა… გაცილებით ჭკვიანი და თავდაჭერილიაო.
და აი, რა თქვა თავად მარიომ:
„რამდენჯერმე გავუშვი შესაძლებლობა, რომ მათ დონემდე ავსულიყავი. თუმცა ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ოსტატობით მათ არ ჩამოვუვარდებოდი. ახლა ვეღარ შევედრები. რამდენჯერ მოიგეს ჯამში ოქროს ბურთი?! მესისა და რონალდუს ვერავინ შეედრება, მაგრამ ოსტატობის მხრივ მათი ნამდვილად არ მშურს, არ ვიყავი ნაკლები“.
32 წლის ბალოტელი ახლა თურქეთის „ადანა დემირსფორშია“.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
