საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებს 24 თებერვალს ჩრდილოეთ მაკედონიასთან თბილისში, ხოლო 27-ში სტუმრად სკოპიეში, იმავე მაკედონიას გაეჯიბრება.
ამ მატჩებისთვის ეროვნული გუნდის თავკაცმა ილიას ზუროსმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
თად მაკფადენი, ლუკა მაზიაშვილი, გივი ბაქრაძე, ოთარ ფხაკაძე, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, ნიკა ჩეჩელაშვილი, ვლადიმერ თავაქარაშვილი, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, აკაკი დვალიშვილი, ბექა ბექაური, ილია ლონდარიძე, გიორგი შერმადინი
მატჩებისთვის მზადებას საქართველოს ნაკრები 19 თებერვალს სპორტის სასახლეში დაიწყებს. საინტერესოა, რომ ზუროსის რჩეულებს შორის სულ სამი ლეგიონერია – ესპანური „ტენერიფეს“ ლიდერი გიორგი შერმადინი, ესპანური მურსიას გამთამაშებელი თად მაკფადენი და სერბული ბორაცის დუდა სანაძე. დანარჩენები ეროვნული ჩემპიონატიდან არიან. შეამჩნევდით, ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში არ არის მოსკოვის არმიელი თორნიკე შენგელია… რატომ? ჯერ უცნობია.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 21:29ორი ბრინჯაო მსოფლიოდან
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
