„ტოტენჰემმა“ „ვესტ ჰემს“ „კარაბაოს თასზე“ 2:1 მოუგო, ლონდონის პოლიციამ კი გამოძიება დაიწყო — მტრად მოკიდებული გუნდების ფანებმა იჩხუბეს.
არეულობა „ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმის“ გარეთ მოხდა. საქმეში სპეცდანიშნულების რაზმი ჩაერია.
შეხლა-შემოხლა სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან მოქიშპე ჯგუფებმა მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე დაიწყეს. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ ლანძღვა-გინება უსწრებდა. ერთი დასისხლიანებული ფანის ფოტომ კი მთელი მსოფლიოს მედია მოიარა. ამ ფოტოს ჩვენც გთავაზობთ.
ვიღაცას გონებაც დაუკარგავს. ტრიბუნებზე, სტიუარდებს წესრიგის დაცვაში სპეცრაზმი ეხმარებოდა.
თამაშის შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთს ბოთლები დააყარეს. მავანმა მგზავრმა მეტროდან დაპოსტა, რომ ნახა პოლიციელი, რომელიც უყურებდა ვიდეოს, სადაც ფანი ანტისემიტურ ლოზუნგებს ყვიროდა.
პატარ-პატარა ჩხუბები ყოფილა მეტროს სხვადასხვა სადგურებთან, როდესაც „ვესტ ჰემის“ და „ტოტენჰემის“ გულშემატკივრები ვაგონებიდან ჩადიოდნენ და ერთმანეთს ხვდებოდნენ.
„კარაბაოს თასის“ ნახევარფინალში „არსენალი“ „ლივერპულს“, „ჩელსი“ კი „ტოტენჰემს“ შეხვდება. მატჩები 5 და 12 იანვარს გაიმართება.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
