საქართველოს ფუტსალის ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა კიდევ ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა – ყირგიზეთის ნაკრებს უმასპინძლა.
თუ ჩვენებმა ამას წინათ სერბეთს ერთი მოუგეს (4:3) და ერთიც ფრედ (1:1) ითამაშეს, აზილელებთან ერთი წააგეს, მეორე ფრე დაამთავრეს.
პირველი შეხვედრა სტუმრებმა 2:1 მოიგეს. არადა, თავიდან საქართველოს ნაკრები დაწინაურდა – მე-4 წუთზე ირაკლი თოდუამ გაიტანა. სტუმრებმა სიტუაცია პირველივე ტაიმში შეცვალეს და შოხრუხ მახამადამინოვის დუბლით თამაში ყირგიზეთმა მოიგო.
საქართველომ მეორე მატჩიც კარგად დაიწყო და უკვე მეორე წუთზე არჩილ სებისკვერაძემ ანგარიშის გახსნა, მაგრამ ტაიმის ბოლო წუთზე გიორგი ღავთაძემ საკუთარ კარში შეაგდო და გუნდები შესვენებაზე თანაფარდობით გავიდნენ.
მეორე ტაიმში აზიტ ისაბეკოვმა ყირგიზეთის ნაკრები წინ გაიყვანა, მაგრამ მასპინძლებმა ერთ წუთში ნიკოლოზ კურტანიძის გოლით გაათანაბრეს და მატჩიც ასე მორჩა – 2:2.
ახლა ავთანდილ ასათიანის გუნდი მზადებას გააგრძელებს, იანვრის დასაწყისში კიდევ რამდენიმე ამხანგურ მატჩს გამართავს, ხოლო 22 იანვრინდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, სადაც ჯგუფში მეტოქეებად ესპანეთი, აზერბაიჯანი და ბოსნია ეყოლება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
