ბექა საღინაძისა და დავით ნინიაშვილის „ლიონმა“ ის შეძლო, რასაც მაისის მერე ვერავინ ახერხებდა: „მელიებმა“ საფრანგეთისა და ევროპის უძლიერესი საკლუბო გუნდი დაამარცხეს! ლიონში 19:25 წაგებით დასრულდა „ტულუზის“ ძლევამოსილი, 10-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია, რომელიც რაგბის საზომებით ძალიან სოლიდურია. ჩვენთვის მთავარი კი ისაა, რომ ბორჯღალოსანი მესამეხაზელი ბექა საღინაძე ამ წარმატების არათუ რიგითი მონაწილე, არამედ სულაც მისი სულისჩამდგმელი გახლდათ! სწორედ…
ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტოპ 14-ის ტურის ტრდიციული სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მასში ბექა საღინაძე შეიყვანა. „ლიონის“ მესამეხაზელმა ჩემპიონი „ტულუზის“ ძლევაში სოლიდური წვლილი შეიტანა – თავისი გუნდის პირველი ლელო გაიტანა. 22 წლის ბორჯღალოსანმა მთელი მატჩი ძალზე შთამბეჭდავად და საიმედოდ ჩაატარა და სიმბოლურში მისი მოხვედრა აბსოლუტურად დამსახურებულია. ბექა საღინაძე მეხუთე ქართველია, რომელიც მიმდინარე სეზონში…
ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან-უელსის მასტერსის ფინალში კამერონ ნორისთან 6:3 4:6 1:6 დაამარცხა. ბასილაშვილი თავიდდან აგრესიული დარტყმებით „ბომბავდა“ მეტოქეს, რისი წყალობითაც 1:3-დან ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და მასთან ერთად პირველი სეტიც – 6:3. მეორე პარტიის სტარტზეც ნიკა 2:1 დაწინაურდა და თითქოს მატჩიც საბოლოო გამარჯვებამდე უნდა მიეყვანა, თუმცა ბრიტანელი ჩოგბურთელი არ გატყდა – მომდევნო გეიმში ნორიმ უკუბრეიკი შეასრულა…
„ვალენსიამ“ ბარსელონაში 1:3 წააგო. გიორგი მამარდაშვილი კარში არ იდგა. მე-7 ტურიდან მოყოლებული ხოსე ბორდალასი ძირითად შემადგენლობაში 32 წლის გამოცდილ ჰოლანდიელს ჯასპერ სილესენს ათამაშებს. სილესენის მიერ „კამპ ნოუზე“ გაშვებული სამი გოლიდან მეორე პენალტი იყო, რომელიც ანსუ ფატის წაქცევისთვის დაინიშნა და ჰოლანდიელს თანამემამულე მემფის დეპაიმ გაუტანა. მატჩის შემდეგ სილესენს ამ ეპიზოდზე კომენტარი სთხოვეს. „ხოსე გაიამ ბურთზე ითამაშა,…
წუხელ „ბარსელონას“ დიდი შვიდეული დაეწყო. კვირას „ვალენსიას“ უმასპინძლა, ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში კიევის „დინამოს“ ხვდება, შემდეგ კვირას კი „კლასიკოა“. და აი, ამ შვიდეულის სტარტი „ბლაუგრანას“ ისეთი უვარგისი გამოუვიდა, მეტი რომ არ შეიძლება — ვალენსიელმა ხოსე გაიამ მე-5 წუთზე ძლიერი დარტყმით გაუტანა. კიდევ კარგი, სხვანაირად ფიქრობდა 19 წლის ანსუ ფატი. ეს იყო მისი პირველი გამოსვლა სასტარტო შემადგენლობაში…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes