ჭდე: ლუკა აზარიაშვილი

Home ლუკა აზარიაშვილი
ბასას დღე
ჩანაწერი

ბასას დღე

მე-10 ტურის არ იყოს, პრო დ2-ის მე-11 ტურშიც 16-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა და ამ ჯერზეც ორი ქართული ლელო დაფიქსირდა. განსხვავება მხოლოდ ის გახლავთ, რომ ორივე ხსენებული ლელო საკუთარ ანგარიშზე ერთმა მოთამაშემ ჩაიწერა. ბასა ხონელიძე „ორიაკში“ კარგა ხანია ოსტატდება, საქართველოს U20-ის ყოფილმა კვაჭმა თავისი ფრანგული კლუბის ესპუარები საფრანგეთის ჩემპიონობამდე მიიყვანა – ხსენებული გუნდის გამოკვეთილი ლიდერი...

ბორჯღალოსანთა არყოფნაშიც – 2
ჩანაწერი

ბორჯღალოსანთა არყოფნაშიც – 2

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ლიგა პრო დ2-ში რეგულარული სეზონის მესამედი მიილია და გასული ტურის 8 მატჩში მხოლოდ 16-მა ჩვენებურმა იასპარეზა. ზოგადად ეს რიცხვი მცირე სულაც არაა, თუმცა მიმდინარე სეზონში 20-ზე ნაკლები ქართველის თამაში პირველად დაფიქსირდა. ამის მიზეზი ბორჯღალოსანთა მატჩი იყო, რომელიც საანგარიშო ტურიდან 2 დღეში უნდა გამართულიყო და ცხადია, საქართველოს ნაკრების შესაბამისი ნაწილიც ეროვნულ გუნდთან ერთად...

ჯაიანი დაბრუნდა!
ჩანაწერი

ჯაიანი დაბრუნდა!

საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგაში მორიგი, 24-ე ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 13-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ლიგაში სატურნირო ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ეს როგორც ლიდერთა ჯგუფს ეხება, ისე გასავარდნი ზონის წარმომადგენლებს. ერთპიროვნულ ლიდერ „ოიონაქსს“ პირველობა ფაქტობრივად განაღდებული აქვს, რადგან დღეისთვის ეს გუნდი უახლოეს მდევარ „გრენობლს“ მთელი 19 ქულით...

ქართული ლელო ჩემპიონს!
ჩანაწერი

ქართული ლელო ჩემპიონს!

ბექა საღინაძისა და დავით ნინიაშვილის „ლიონმა“ ის შეძლო, რასაც მაისის მერე ვერავინ ახერხებდა: „მელიებმა“ საფრანგეთისა და ევროპის უძლიერესი საკლუბო გუნდი დაამარცხეს! ლიონში 19:25 წაგებით დასრულდა „ტულუზის“ ძლევამოსილი, 10-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია, რომელიც რაგბის საზომებით ძალიან სოლიდურია. ჩვენთვის მთავარი კი ისაა, რომ ბორჯღალოსანი მესამეხაზელი ბექა საღინაძე ამ წარმატების არათუ რიგითი მონაწილე, არამედ სულაც მისი სულისჩამდგმელი გახლდათ! სწორედ...