ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტოპ 14-ის ტურის ტრდიციული სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მასში ბექა საღინაძე შეიყვანა. „ლიონის“ მესამეხაზელმა ჩემპიონი „ტულუზის“ ძლევაში სოლიდური წვლილი შეიტანა – თავისი გუნდის პირველი ლელო გაიტანა. 22 წლის ბორჯღალოსანმა მთელი მატჩი ძალზე შთამბეჭდავად და საიმედოდ ჩაატარა და სიმბოლურში მისი მოხვედრა აბსოლუტურად დამსახურებულია. ბექა საღინაძე მეხუთე ქართველია, რომელიც მიმდინარე სეზონში...
