მოურინიო ნიუკასლში ახსენეს

Home აქეთურ-იქითური მოურინიო ნიუკასლში ახსენეს
მოურინიო ნიუკასლში ახსენეს

Jose Mourinho considers raid on former club Tottenham for goalkeeper Joshua  Oluwayemi | Evening Standardმოგეხსენებათ, ინგლისურმა „ნიუკასლმა“ პატრონი შეიცვალა.

საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი დიდ გასაქანს იძლევა და პირველ რიგში ახალ მთავარ მწვრთნელზე დაფიქრდნენ.

კლუბის დირექტორატის აზრით, ჟოზე მოურინიოს მიწვევა მკვეთრად გააუმჯობესებს კლუბის საერთაშორისო იმიჯს. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს იტალიურ „რომასთან“ კონტრაქტით სამი წელი აკავშირებს.

სურვილის შემთხვევაში შეიხებს მოურინიოს კონტრაქტის გამოსყიდვა არ გაუჭირდებათ, მაგრამ სეუ ჟოზე ჯერ თავს იფასებს – ჩემი უახლოესი გეგმები რომთან არის დაკავშირებულიო.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".