ბასილაშვილმა მეცი მარტივად დაიწყო

Home კატეგორიის გარეშე ბასილაშვილმა მეცი მარტივად დაიწყო
ბასილაშვილმა მეცი მარტივად დაიწყო

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 481.270 ევროა, გამარჯვებით დაიწყო.

ბასილაშვილი, რომელსაც Moselle Open-ზე მე-8 განთესვა აქვს და პირველ წრეში განუთესავ იტალიელ ჯანლუკა მაჯერს შეხვდა და 6:3; 7:6 მოუგო.

პირველ სეტში ბასილაშვილმა მეტოქეს თავიდან აართვა ჩაწოდება და მერე საქმე მშვიდად მიიყვანა პირველ ქულამდე, ხოლო მეორე სეტში ორივე ჩოგბურთელმა საკუთარი ჩაწოდებები მოიგეს, საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა, იქ კი, უკეთესი ბასილაშვილი იყო.

ბასილაშვილი მერვედფინალში ფრანგ ჟილ სიმონსა და ესპანელ დავიდოვიჩ ფოკინას შორის უმჯობესს შეხვდება.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.