მართალია, მირალემ პიანიჩის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2024 წლამდე გრძელდება, მაგრამ ის კატალონიური გუნდისთვის უკვე წარსულია.
მას „ბლაუგრანაში“ ალბათ აღარავინ დააბრუნებს.
გუშინ ის სტამბოლში გაფრინდა, სადაც იჯარით ითამაშებს „ბეშიქთაშში“.
„ბარსას“ ახალმა აღმასრულებელმა შეფმა მატეუ ალემანიმ 31 წლის ფეხბურთელი ხელფასის განახევრებაზე დაიყოლია.
კერძოდ, პიანიჩი, რომელმაც „კამპ ნოუზე“ ვერ ივარგა, მაგრამ გასამრჯელოდ 8 მილიონ ევროს იღებდა, ამიერიდან 4 მილიონს მიიღებს.
ხელფასის განახევრება სწორედ ის ნაბიჯი გამოდგა, რომლის წყალობითაც ბოსნიელის აყვანაზე სხვა კლუბები დაფიქრდნენ.
თუმცა, როგორც კატალონიური გაზეთი „სპორტი“ წერს, პიანიჩის ხელფასის საკითხი მაინც უცნაური გამოვიდა.
მართალია, „ბარსელონა“ ფეხბურთელს წელიწადში 4 მილიონს გადაუხდის, მაგრამ ამ სეზონში მას „ბეშიქთაშიც“ მისცემს 2,7 მილიონს, რის შედეგადაც ის 6,7 მილიონ ევროს მიიღებს.
რატომ აძლევს პიანიჩს სტამბოლის კლუბი 2,7 მილიონ ევროს, „სპორტისთვის“ ცნობილი არ არის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
სიახლეები16/09/2026 | 08:49ტოპმიოლერი გააგდეს!
