სათაური ყაზანის „რუბინის“ მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის ეკუთვნის. ჯერ ნუ იჩქარებთ განრისხებას ან აღშფოთებას – მოკლედ მოგითხრობთ ისტორიას და ბოლოს ეგებ გაგეღიმოთ კიდეც.
სათათრეთის დედაქალაქ ყაზანში გაიმართა საქველმოქმედო აქცია „მომეცი თათი“. ქალაქის ცნობადმა სახეებმა თავშესაფარიდან ძაღლები გამოიყვანეს და შეიკედლეს.
„რუბინის“ თავკაცი ლეონიდ სლუცკი თავშესაფარს ქალაქის მერ ილსურ მეტშინთან ერთად ეწვია.
მერმა და მისმა ვაჟმა ორი თვის ლეკვი შეიფარეს, სლუცკიმ კი უფრო მოზრდილი, რომელიც „რუბინის“ ბაზაზე მიიყვანა. სახელის შერჩევაზე მთავარ მწვრთნელს დიდხანს არ უფიქრია – „კვარა“.
„ძაღლი ბაზაზე იცხოვრებს და კვარა ჩვენგან რომც წავიდეს, მაინც გუნდში დარჩება“, – ნახევრად ირონიული კომენტარი გააკეთა ლეონიდ სლუცკიმ.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
