დღე: აგვისტო 18, 2021

Home 2021 აგვისტო 18 (ოთხშაბათი)
ამბიცია მოთოკე, სერხიო
ჩანაწერი

ამბიცია მოთოკე, სერხიო

„პარი სენ ჟერმენში“ ძალიან ბევრმა სუპერვარსკვლავმა მოიყარა თავი საიმისოდ, რომ კულუარებში დიდ-პატარა სკანდალები არ მოხდეს და მედიის განხილვის თემა არ გახდეს. ამჯერად პროგრამაში გუნდის ახალწვეული სერხიო რამოსია. ამბობენ, რომ ესპანელი მეტისმეტად ამპარტავნულად ექცევა კლუბის პერსონალს. არადა, ის არც გუნდის კაპიტანია და არც უპირველესი ვარსკვლავი, რომ მსგავსი საქციელი ეპატიოს. Cadena SER-ის ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელი მაურისიო...

რეალის უფასო გეგმები
ჩანაწერი

რეალის უფასო გეგმები

„პარი სენ ჟერმენის“ შემტევი კილიამ მბაპე ამ ზაფხულს ფრანგულ კლუბს არ დატოვებს! ამის შესახებ ჯერ კლუბის სპორტულმა დერექტორმა ლეონარდომ განაცხადა, ხოლო შემდეგ თავად ფეხბურთელის გარემოცვამ დაადასტურა. ეს ყველაფერი მადრიდის „რეალის“ წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც გაისად ხელში ხუთი ფეხბურთელის უფასოდ ჩაგდება სურს. 2022 წლის 30 ივნისს საკუთარ გუნდებთან კონტრაქტები ეწურებათ ანტონიო რუდიგერს, პოლ პოგბას, ედუარდო კამავიგას,...

ჯორდანმა მესის ტრანსფერით იხეირა
ჩანაწერი

ჯორდანმა მესის ტრანსფერით იხეირა

კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანმა ლეო მესის პსჟ-ში გადასვლით სოლიდური თანხა გამოიმუშავა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა A Bola იუწყება. მაიკლ ჯორდანს ეკუთვნის სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდი Air Jordan, რომელიც პსჟ-ის პარტნიორია. მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად ჯორდანის ფირმას პარიზული კლუბის ყოველი გაყიდული მაისურიდან 5% ეკუთვნის. გასული ერთი კვირის განმავლობაში მესის მაისურების გაყიდვით შემოსული 120 მილიონი ევროდან...

ვისთვის მეცხრე, ვისთვის პირველი
ჩანაწერი

ვისთვის მეცხრე, ვისთვის პირველი

მიუნხენელებმა ეს ტიტული მეცხრედ იზეიმეს. „ბაიერნმა“ ქვეყნის სუპერთასის მატჩში უპრინციპულეს მეტოქე „დორტმუნდს“ 3:1 მოუგო. პირველი და ბოლო გოლი რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა, კიდევ ერთი კი აქტივში თომას მიულერმა ჩაიწერა. დორტმუნდელთაგან ერთადერთი საპასუხო მარკო როისმა გაიტანა. მეცხრე სუპერთასი გერმანიის რეკორდია, თუმც ეს შეხვედრა სხვა მხრივაც იყო გამორჩეული – მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა. მეტიც:...

ანტივაქსერები ინგლისურ ფეხბურთში
ჩანაწერი

ანტივაქსერები ინგლისურ ფეხბურთში

როგორც გაირკვა, covid 19-ის საწინააღმდეგო აცრის მნიშვნელობა ბევრმა თვით ინგლისურ საფეხბურთო სამყაროშიც ვერ დაიჯერა. ეს ამბავი კლუბების გაბრაზებასა და გაღიზიანებას იწვევს. დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის სამი მეოთხედი უკვე ორჯერ არის აცრილი და ალბათ ამიტომაც ვხედავთ ტელეეკრანებზე ძველებურად გადავსებული სტადიონებს. „სანმა“ კვლევა ჩაატარა. გაზეთმა დარეკა ოთხი ზედა დივიზიონის კლუბებში და მათ მეპატრონეებს, თავმჯდომარეებს ან აღმასრულებელ შეფებს ელაპარაკა....

უქმეებამდე რაღა დარჩა
ჩანაწერი

უქმეებამდე რაღა დარჩა

ჰარი კეინი „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის იდეას ვერ ეშვება და იმედოვნებს, რომ მისი საქმე ამ უქმეებამდე გაიჩარხება. „ტოტენჰემის“ თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ ტრანსფერი გააჯანჯლა. მეტიც, ის რომ კეინი „სფურზიდან“ სადმე გადავა ახლაც საეჭვოა,  თუმცა „დეზების“ ბანაკიდან გამოჟონა ხმამ, რომ არც მისი დარჩენაა ასპროცენტიანი. ამბობენ, ზაფხულის 100 მილიონიანი წინადადების ჩავარდნის შემდეგ, „სიტიმ“ ფინანსები გადათვალა და ახლა „ტოტენჰემს“ 120...