ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია.
130 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში იაკობ ქაჯაია სამგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონს, კუბელ მიხარინ ლოპეს ნუნიესს შეხვდა და ვერაფერი გააწყო – 0:5 დამარცხდა.
ქაჯაიამ კი ფინალამდე ფინელი ელიას კუსმანენი 2.25 წუთში 9:0 დაამარცხა, შემდეგ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ სერგეი სემიონოვს დაეჭიდა და 3:1 მოუგო, ხოლო ნახევარფინალში ჩილელი იესმან აკოსტა ფერნანდესი დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო ქულის ხარჯზე დაამარცხა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
