ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი, უმედლოდ დარჩა.
მესამე ადგილისთვის ქართველი სპორტსმენი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრ ნიაზ ილიასოვ დაეჭიდა და ვაზარით დამარცხდა.
მანამდე, ნახევარფინალში ასევე ვაზარით წააგო იაპონელ აარონ ვოლფთან. არადა, ტურნირი ორი მოგებით დაიწყო – ჯერ ეგვიპტელი რამადან დარვიში დაამარცხა სამი გაფრთხილების ხარჯზე, შემდეგ კი, ვადაზე ადრე კანადელ შადი ელნაჰასს აჯობა.
25 მეტრზე სპორტული პისტოლეტით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპის სამი სერია გაიმართა. ნინო სალუქვაძე 44 მონაწილეს შორის მეშვიდე ადგილზეა და ფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს.
სალუქვაძემ 291 ქულა დააგროვა (94+98+99). ამდენივე ქულა აქვს კიდევ ექვს მონაწილეს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლით წინ ჩვენებური დგას.
30 ივლისს კიდევ სამი სერია გაიმართება, რის შემდეგაც გაირკვევა ფინალში გამსვლელი რვა სპორტსმენის ვინაობა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
