კრიშტიანუ რონალდუს მუზეუმმა გამოუშვა სამახსოვრო მაისურების ლიმიტირებული კოლექცია, რომელიც ფეხბურთელის მიერ ტურინის “იუვენტუსში” გატანილ მე-100 გოლს ეძღვნება.
შავ მაისურზე დატანილია კრიშის ფოტო, მისი ავტოგრაფი და უბრალო წარწერა: “100 გოლი “იუვენტუსში”.
ბუნებრივია, მაისურებზე დიდი მოთხოვნაა და ეს იმის მიუხედავად, რომ სარეალიზაციო ფასი ჯერ არ თქმულა. შეგახსენებთ, რომ ტურინამდე რონალდუ ლისაბონის “სპორტინგში”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “რეალში” ბურთაობდა და ყველგან ბომბარდირის ამპლუა მოირგო. თავისი მე-100 გოლი კრიშმა მაისში “სასუოლოს” გაუტანა. ტურინელთა მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი კი ასე აფასებს პორტუგალიელს: “რონალდუ ექსტრაორდინარული და ჭკვიანი ფეხბურთელია. ვუთხარი, რომ დამდეგ სეზონში მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე სამი წლის წინ, როცა უფრო გამოცდილი გუნდი გვყავდა. ის მე არამხოლო მოედანზე, მის მიღმაც მჭირდება და საუკეთესო ადამიანური თვისებები უნდა გამოავლინოს”.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
