Breaking News

Day: June 22, 2021

ქალი კონკრეტული დავალებით

ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში, ფინეთსა და ბელგიას შორის (0:2), რომელიც სანკტ-პეტერბურგში ტარდებოდა, მინდორზე ნახევრადშიშველი გოგონა გადმოხტა და გაინავარდა. ცხადია, ის დაცვის თანამშრომლებმა „შეიპყრეს.“ თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ნახევრადშიშველი კი არა, მთლად შიშვლებიც რამდენჯერ გვინახავს გაკუნტრუშებული მწვანე მინდორზე, ამჯერად კი გოგონა კონკრეტული დავალებით გაგოგმანდა მწვანიანზე –  მას მაისურზე WTF Coin ეწერა, რაც მონეტარულ…

Read more

კამერა გაწიე, ბიჭო!

კამერა გაწიე, ბიჭო – ეს ფრაზა ალბათ სხვა და სხვა ადგილებში, შესაძლოა, მოგისმენიათ, მაგრამ სტადიონზე? 30 წელზე მეტია საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს და რა მიზეზით ჩაშლილი თამაშები არ გვინახავს, მაგრამ ის, რაც საქართველოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში მოხდა, აქამდე არსად მომხდარა და ალბათ არც მოხდება. 22 ივნისს მე-11 ტურის ცენტრალური მატჩში ერთმანეთს წინა სეზონის გამარჯვებული „ნიკე“ და…

Read more

ნოიერი ფერებში

ევროპის ჩემპიონტზე ლგბტ საზოგადოების ფერებში გაწყობილი კაპიტნის სამკლავურის გამოჩანას ერთი ამბავი მოჰყვა. უფრო რომ დავკონკრეტდეთ გერმანელთა კაპიტანმა მანუელ ნოეიერმა უკვე ორი მატჩი ჩაატარა ფერადი სამკლავურით და ჩანს, შეცვლას არც მომავალი შეხვედრებისას აპირებს. ცხადია, ნოიერის „მრავალფეროვნებით“ უეფაც დაინტერესდა, საქმეში გაერკვია და რამდენიმე დღეში გამოაცხადა, რომ ნოიერს მსგავსი სამკლავურით თამაშის სრული უფლება აქვს და მის შეცვლას ვერ…

Read more

ერიკსენის იტალიური პრობლემა

29 წლის დანიელი ვარსკვლავის, კრისტიან ერიკსენის დრამამ სატრანსფერო ბაზარზე გადაინაცვლა. მოგეხსენებათ, ერიკსენს, ევრო 2020-ის პირველ შეხვედრაში, ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ (0:1) გულის შეტევა მოუვიდა და საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც, რამდენიმედღიანი კვლევის შემდეგ, გადაწყდა, რომ მას გულში კარდიოვერტერ-დეფიბრილიატორი უნდა ჩაუდგან. ჯერ არ არის ცნობილი, შეძლებს თუ არა „ინტერის” ვარსკვლავი კარიერის გაგრძელებას, მაგრამ გაირკვა, რომ იტალიური კანონების თანახმად ამ…

Read more

დანიამ სიკეთე ჩაიდინა!

კრისტიან ერიკსენმა დანიის ნაკრების მიერ რუსეთის ეროვნული გუნდის განადგურება ინსტაგრამში იზეიმა. ცხრა დღის წინ, როდესაც ფინელებთან შეხვედრის დროს ერიკსენს მოედანზე მცირე ხნით გული გაუჩერდა, ყველამ თქვა, რომ ფეხბურთი მხოლოდ და მხოლოდ თამაშია და ის არაფერია ადამიანის სიცოცხლესთან შედარებით. და ეს, რასაკვირველია, ჭეშმარიტებაა. წუხელ, როდესაც დანიელებმა B ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთს 4:1 გადაუარეს, სამქულიან გუნდებს შორის…

Read more